წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

იდეალური საუზმე პატარებისთვის

ბლოგი:
ივნისი 19, 2017
ავტორი Anika
საუზმე რომ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა, ამაზე აღარ ვკამათობთ. განსაკუთრებით საყურადღებო ეს დილის რიტუალი ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრებისთვისაა: მოზარდებისთვის საგანგებოდ შერჩეულ და დაბალანსებულ კვების რაციონს არსებითი მნიშვნელობა აქვს მათი ზრდისთვის და განვითარებისთვის. როგორც არაერთი ჩატარებული კვლევა ადასტურებს, ბავშვებში, რომლებიც ჯანსაღ საუზმეს მიირთმევენ, კონცენტრაციის  უფრო მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება სკოლებში. ამას გარდა, შესამჩნევია ასევე თვალისა და ხელის უკეთესი კოორდინაცია და გაზრდილი ფიზიკური აქტივობა. ამიტომაცაა, ხშირად თავის მტვრევა გვიწევს იმასთან დაკავშირებთ, რა შევთავაზოთ პატარებს დილით ახალი, განსხვავებული და ისეთი, რომელიც მობეზრებული არ აქვთ.

ბავშვთა კვების ექიმები შემდეგ რჩევებს გვაძლევენ დაბალანსებული საუზმის რაციონის შერჩევასთან დაკავშირებით - უჯრედისით მდიდარი და ცილებით დაბალანსებული საუზმე იდეალური ვარიანტია - ეს მათ შესაძლებლობას მისცემს ხანგრძლივი დროით დანაყრდნენ და ენერგიაც დიდ ხანს ეყოთ. ამას გარდა, დაბალანსებული კვება ბავშვებს საჭირო ვიტამინებით და ნივთერებებით მოამარაგებს. მოკლედ, ამერიკელი კვების ექიმები გვირჩევენ, პატარებს საუზმისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთი კონკრეტული საკვები  ავარჩევინოთ:

325bffbd8ab07052ddd46469782f27fa

1. ბურღულეულის კატეგორიიდან: ცეხვილი ფქვილის გამოყენებით მომზადებული ვაფლი; ან 2 საშუალო ზომის მაჭკატი (ბლინი); ან შვრიის ფაფა; ან ცეხვილი ფქვილისგან დამზადებული სპეციალური ფანტელები; ან გახუხული ცეხვილი პური;

2. ხილის კატეგორიიდან: ნახევარი ჭიქა ხილის წვენი ან ცოცხალი ხილი; ან პატარა ზომის ვაშლი, ბანანი, სეზონური ხილი დაჭრილი; ყურძნის მარცვლები; ფორთოხალი; კენკრა;

3. რძის პროდუქტი ან ხორცი: 150-200 მლ. დაბალცხიმიანი რძე; ერთი კვერცხის ომლეტი; ინდაურის ან ქათმის ლორის ერთი თხელი ნაჭერი.

შედეგად, მოზარდმა დილით კვებისას აუცილებლად უნდა მიიღოს მცირე ოდენობით ხილი ცოცხალი ან წვენის სახით + ხორცის პროდუქტი ან რძე + ცეხვილი ბურღულეულისგან დამზადებული საკვები.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები