წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

კანის ფესტივალის გახსნაზე

ბლოგი:
მაისი 20, 2013
ავტორი Anika
კანის ფესტივალზე დაგებული წითელი ხალიჩა მილიონობით ადამიანისთვის გარკვეულ მოლოდინთან და თავის წილ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებასთან არის დაკავშირებული. ყველა თავისას ელოდება: ზოგს კინოს ნაწილი აინტერესებს, ზოგის ცნობისწადილიც მხოლოდ ხალიჩის ფონზე გამონათებული ვარსკვლავების საღამოს ჩაცმულობით და ვარცხნილობით შემოიფარგლება. თავს ვერ დავდებ იმაზე, თუ რომელი კომპონენტით ინტერესდებიან ყველაზე მეტად ანიკას ბლოგის მკითხველები, მაგრამ მგონია, რომ ეფექტურ და მოხდენილ საღამოს მაკიაჟთან დაკავშირებული რჩევები ჩვენი ბლოგის მკითხველებისთვის საინტერესო იქნება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ყველაფერი ჩვენთვის ამა თუ იმ ნიშნით მოსაწონ რომელიმე ცნობად სახეს უკავშირდება.

მსახიობ ჯულიანა მურის მაკიაჟით დავიწყებ, რომელიც ყოველთვის ახერხებს სწორად დასმული აქცენტებით და ზომიერებით საკუთარი თავი მაქსიმალურად ეფექტურად წარმოაჩინოს. ახლოდან თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მინიმალური მაკიაჟი აქვს სახეზე, განსაკუთრებულ ელფერს კი მის გამოხედვას თვალებზე გავლებული სქელი, შავი ლაინერი და ე.წ "ისრები" ანიჭებს. მსახიობის თეთრი სახის კანი ტონალური საცხით მაქსიმალურად ბუნებრივად არის შენარჩუნებული, ყვრიმალებზე კი ზომიერად აქვს ვადრისფერი “რუმიანა” დამატებული. ნატურალურ ხაზს ასრულებს ტუჩის ბუნებრივი ფერის მბზინავი საცხი, რომელიც ტუჩებს აცოცხლებს.

419@628@ff13bb64fc75dba76a890d1e450ffd37-ZTYxNDMwODBiYQ



ტრადიციულად გარემოსთან იდეალურ ჰარმონიაში მყოფი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა ნიკოლ კიდმანი, რომელსაც შეძლებისდაგვარად ნატურალური მაკიაჟი ჰქონდა: ნეიტრალური ტონალური საცხი, მსუბუქი “რუმიანა”, ტუჩების ბუნებრივ ფერზე შედარებით მუქი ვარდისფერი ტუჩის საცხი და ხაზგასმული წარბები. თვალის ჩრდილიც ამ განწყობის ერთგვარი გაგრძელება იყო და ბოლოს სრულყოფილი მაკიაჟის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - ტუშით იდეალურად გამოყოფილი წამწამები.



419@628@583dc8def92ac052c150863465c29762-ZTA0NTQyZTg0Zg

ქერი მალიგანის მაკიაჟში აქცენტი სახის კანის იდეალურ ტონზე იყო გადატანილი, სადაც ერთ ზედმეტ, უმცირეს წერტილსაც ვერ ნახავდით. ამით მსახიობის ბუნებრივად ფერმკრთალი ფერი თითქოს ხაზგასმულიც კი იყო. სქელი და გამოხატული წარბები (ამ სეზონის ერთ-ერთი ტენდენცია) თმის ფერთან შედარებით ერთი ტონალობით უფრო მუქია, გამოხედვა კი ძალიან შეუმჩნევლად არის თვალებზე გადასმული თხელი, შავი ფანქრის ზოლით აქცენტირებული. მაკიაჟის მთავარი ელემენტი წითელი პომადაა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები