წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

მაკიაჟი და ნარუჯი

ბლოგი:
ივნისი 18, 2012
ავტორი Anika
ნარუჯი რომ სახეს ეფექტურ და მიმზიდველ გამომეტყველებას აძლევს, ამასთან დაკავშირებით დამეთანხმებით, ალბათ. თანაც, ნარუჯს ერთი კარგი თვისება აქვს: ხშირ შემთხვევაში, მაკიაჟის გამოყენება მინიმუმამდე შეგიძლიათ დაიყვანოთ. ჩემი მეგობრებიდან ზოგი მხოლოდ თვალის ტუშს და ტუჩის ბალზამს ხმარობს ხოლმე გარუჯული სხეულის პირობებში, ზოგი თვალის ჩრდილებს და ტუშს იყენებს მხოლოდ, ზოგი კი საერთოდ უარს ამბობს სახეზე რაიმე კოსმეტიკური საშუალების წასმაზე. მოკლედ, ამ საკითხისადმი მიდგომა ყველას თავისებური აქვს და გამოცდილებას ყველას ინდივიდუალური.


მე თუ მკითხავთ, ნარუჯი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ კანი დამატებითი კომეტიკური დატვირთვისგან დროებით გაათავისფულოთ და ბუნებრივობით დატკბეთ მაქსიმალურად. თუმცა, მეორე მხრივ, მზისგან გარუჯული სახის კანი იდეალურ შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ გარკვეული კოსმეტიკური საშუალებების მაგიური ეფექტი გამოიყენოთ და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებაც არ იქნებოდა სამართლიანი.


 


ამ პოსტში მინდა ის პროდუქტები გაგიზიაროთ, რომლების ნარუჯთან ეფექტურად და “მშვიდობიანად” თანაცხოვრობენ.


 





1.

Estee Lauder-ის ფერუმარილი (ე.წ. რუმიანა) Naughty-ის ფერში გარუჯულ ლოყებს ძალიან მიმზიდველ ტონს შეჰმატებს.


 




2.

ხასხასა ლურჯი კარგად ესადაგება ნარუჯს, Dolce&Gabbana-ს ეს იასამნისფერში გარდამავალი ლურჯი თვალის ფანქარი (Dolce&Gabbana eyeliner crayon intense in Lilac) კი განსაკუთრებულად მაცდურს გახდის თქვენს მზერას.


 




3.

ტუჩების ნეიტრალური ფერის საცხები, ნარუჯის პერიოდში,შეგიძლიათ Clinique-ის Oversized Orange-ის ფერის ტუჩის დამატენიანებელი ბალზამით შეცვალოთ.


 




4.

თვალის ჩრდილისთვის იდეალური იქნება Dior-ის Croisette Collection-დან 5 სხვადასხვა ტონალობის ჩრდილის ნაკრები სახელწოდებით “Swimming Pool”.


 




5.

თითქმის ნეონის ფერში გარდამავალი, ეს მარჯნისფერი ფრჩხილის ლაქი - YSL La Laque Couture in Corail Colisee - ყველაზე ეფექტური გარუჯულ კანთან კომბინაციაშია. 


 




6.

თუ არასდროს გქონიათ საკმარისი გამბედაობა საიმისოდ, რომ კაშკაშა ვარდისფერი - ე.წ. fuchsia - წაგესვათ ტუჩებზე, ნარუჯი იდეალური დროა საამისოდ. სცადეთ, Sisley-ის Hydrating Long-lasting lipstick ფერში Rose Fuchsia.


 


 


ვისაც გაქვთ უკვე გარკვეული გამოცდილება ნარუჯის და მაკიაჟის საინტერესოდ შეხამების კუთხით, არ დაგეზაროთ, დაგვიწერეთ ანიკას ბლოგზე თქვენი შეხედულებები.


 


დროებით,


 


ანიკა    


 


 




მსგავსი ბლოგები