წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

პოზიტიური ფსიქოლოგიის ვინიასა იოგას ასანების ციკლი

ბლოგი:
აგვისტო 31, 2017
ავტორი Anika
რაში მდგომარეობს პოზიტიური ფსიქოლოგიის არსი? მიხვედრა რთული არ იქნება: ის კონცენტრირებას ჩვენს ძლიერ მხარეებზე ახდენს და გვეხმარება სწორედ ამ სიძლიერეებზე დაყრდნობით გავარკვიოთ, თუ რა შეგვიძლია. პოზიტიურ ფსიქოლოგიაზე დაყრდნობილი იოგას ასანების ეს ციკლი ერთგვარი აღმოჩენასავითაა, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში და მათ შესაბამისად გამოყენებაში გვეხმარება. ამ ასანების მეშვეობით შესაძლებელია საკუთარი სხეულის გაძლიერება, მოქნილობის გაზრდა ისე, რომ თავად პროცესი ძალიან სახალისო და სასიამოვნოა.  ასანების შესრულებისას მენტალური სიძლიერე გემატებათ და რეალურად, რწმუნდებით, რომ ძლიერი, თავდაჯერებული ხართ და შეგიძლიათ ახალ გამოწვევებთან გამკლავება.

1. წინ გადახრა გახსნილი მობრუნებით. როგორც ზემოთ ფოტოზეა მოცემული, ამ ასანის შესრულებისას ვდგებით, წინ მიხდებით და ხელის თითებით იატაკს ვეხებით და მუხლებში ვიხრებით. მარჯვენა ხელის თითებით ოდნავ ვცილდებით მარჯვენა მხრის დიაგონალის კუთხეს, მარჯვენა მუხლი მოხრილი გვაქვს. ჩავისუნთქავთ და მარცხენა ხელს ჰაერში ვასწორებთ, იმავდროულად სწორდება მუხლში მოხრილი მარცხენა ფეხიც. ამ პოზაში 8-ჯერ ვასრულებთ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას, შემდეგ იგივეს გავიმეორებთ მეორე მხარეს.

Pose-2-Wide-Pyramid-1024x731

2. განიერი პირამიდა. მარცხენა ფეხს წინ ვათავსებთ, მარჯვენას კი უკან ვდგამთ თითქოს განიერი პირამიდის ფორმას ვიღებდეთ. მარჯვენა ტერფის ქუსლით იატაკს უნდა ვეხებოდეთ. ხელის თითებით შეძლებისდაგვარად განზე გავწევთ ხელებს, რამდენადაც ამის შესაძლებლობას არსებული პოზა მოგვცემს, თან ვეყრდნობით ხელებს და ამ ყველაფერს ხერხემლის და კისრის ზონაში ვგრძნობთ. ამ პოზაში ვასრულებთ 7 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას.

Pose-3-Standing-split-variation-1024x731

3. პირამიდის პოზიდან გადავინაცვლოთ შემდეგ ასანაში, სადაც მარცხენა ფეხი გასწორებული გვაქვს, მარჯვენა ფეხს კი უკანა მხარეს მაქსიმალურად ზემოთ გავშლით. მარჯვენა ხელის თითებით მყარად ვეყრდნობით იატაკს. ვიღებთ მარცხენა ხელს, ვკიდებთ მარჯვენა ტერფს და მარჯვენა ფეხს მუხლში ვხრით. ვასრულებთ 5 სუნთქვის ციკლს და ყოველ ჯერზე ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტად მოვხაროთ მარჯვენა ფეხი.

Pose-5-Open-Lunge-Variation-1024x732

4. შემდეგი ასანას შესასრულებლად მარცხენა ფეხს მუხლში ვხრით, მარჯვენა ფეხს კი წინა მიმართულებით ვდგამთ, როგორც ეს ფოტოზეა მოცემული. მარცხენა ხელით ნელ-ნელა ვწვდებით მარჯვენა ფერხს, ვკიდებთ ტერფს ხელს. შეგვიძლია ასე დავრჩეთ ან უფრო ღრმა გაწელვებისთვის მარჯვენა ხელს დავეყრდნოთ  და ზეწოლა გავზარდოთ. ვასრულებთ სუნთქვის 7 ციკლს და ყოველ ჩასუნთქვაზე ვცდილობთ, მაჯვენა ფეხი უფრო ახლოს მივიტანოთ ზურგთან.

Pose-7-Pigeon-1024x683

5. მტრედის პოზა. ვჯდებით იატაკზე, მარჯვენა ფეხი უკან არის გაშლილი და გასწორებული, მარცხენა ფეხს კი ვხრით მუხლში და ტერფი გულმკერდთან მიგვაქვს. ტანით წინ ვიხრებით, გულმკერდით ფეხს ვფარავთ, შუბლით მარცხენა ხელს ვეყრდნობით. ამ პოზაში 1-2 წუთის გატარებაა რეკომენდებული.

წარმატებები!

ანიკა

მსგავსი ბლოგები