წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

პროდუქტები, რომლებიც მუცლის ცხიმის წვას უწყობენ ხელს

ბლოგი:
მაისი 10, 2017
ავტორი Anika
რას არ მოვიმოქმედებთ თხელი, მკვრივი და ლამაზი მუცლის მისაღწევად? დიეტა, ათასგვარი ვარჯიშები, მასაჟები, რიგ შემთხვევებში პლასტიკური ქირურგიაც. თუმცა, ამ ყველაფრის გარდა, არსებობს ასევე გარკვეული პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ კონკრეტულად მუცლის და თეძოების ზონაში არსებული ცხიმის დაშლას.

დარიჩინი - გარდა იმისა, რომ დარიჩინი ეფექტიანად თრგუნავს მადას,  ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, სწრაფა წმენდს სისხლს, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ეს არომატული სანელებელი საკმაოდ სასარგებლო ყოფილა ზედმეტ ცხიმთან ბრძოლაშიც. როგორც ექიმები ამბობენ, თეძოების და მუცლის ზონაში ჭარბი ცხიმის წარმოქმნა ინსულინის დონის აწევა-დაწევის გამო ხდება. დიდი ოდენობით ინსულინის არსებობისას, ამ პრობლემურ ადგილებში არსებული ცხიმოვანი უჯრედები ზედმეტ კალორიებს აგროვებენ, ეს ყველაფერი კი ჯამში ზედმეტ ცხიმად იქცევა. დარიჩინი ორგანიზმის ზედმეტი შაქრისგან გათავისუფლებაში გვეხმარება, შედეგად არ ხდება ჭარბი ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნა და მუცლის გარშემოწერილობაც  იკლებს.

მწვანე ჩაი - მწვანე ჩაი დიდი ოდენობით შეიცავს კატექინებს, რომლებიც ცხიმების დაგროვების პრევენციას და მათი წვის სტიმულირებას ახდენენ. ამიტომაც, ექიმები დღის განმავლობაში 1-2 ფინჯანი მწვანე ჩაის მირთმევას გვირჩევენ, რამდენიმე მარტივი წესის დაცვით: მწვანე ჩაის მდუღარე წყალი არ უნდა დავასხათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაკარგავს უამრავ სასარგებლო თვისებას (მაქსიმალური ტემპერატური 80-85 გრადუსი); ჩაი დავაყენოთ მაქსიმუმ 3 წუთის განმავლობაში; არასდროს დავამატოთ მწვანე ჩაის რძე, ვინაიდან რძე კატექინების ნეიტრალიზებას ახდენს.

კალციუმის პირუვატი - ეს ბუნებრივი ნივთერება ცხიმგოვების შემცირებაზე მოქმედებენ და ააქტიურებენ ცხიმის წვის პროცესს. ამ ნივთიერებას ვხვდებით წითელი ფერის ხილსა და ბოსტნეულში, განსაკუთრებით დიდი ოდენობითაა ის წითელ ვაშლში, წითელ ყურძენში, წითელ ღვინოში და ყველში.

700x467_0xd42ee42d_13565534571435877185

წყალი - წყლის მიღების შემცირება რომ მეტაბოლიზმის შენელებას იწვევს, ეს ხომ ისედაც ვიცით. ბოლო პერიოდის კვლევებმა აჩვენა, რომ ნახევარი ლიტრი წყლის მიღებით მეტაბოლიზმს 30%-ით ვაჩქარებთ. ამას გარდა, ორგანიზმში წყლის ოდენობის მატება ხელს უწყობს ცხიმების წვას.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები