ბლოგი:
მაისი 01, 2012
ავტორი Anika
სიმართლე გითხრათ, შრატების გამოყენება მეორე წელია, რაც დავიწყე. ადრე უბრალოდ არ მესმოდა, თუ რა სარგებლობა შეიძლებოდა მოეტანა პატარა ბოთლში მოთავსებულ “წყალწყალა” სითხეს - დიდ და ბარაქიან ქილაში მოთავსებული კრემის უპირატესობა ჩემთვის უაპელაციო იყო. მაგრამ ერთხელაც, გადავწვიტე, ეს “უცხო ხილი” გამომეცადა და მას შემდეგ შრატის მუდმივი მომხმარებელი ვარ. და მე მარტო არ ვარ, ვინაიდან როგორც სტატისტიკა აჩვენებს, დღეისთვის, ამ პატარა “მაგიური” კონცენტრატების მომხმარებელთა რიგებს ქალთა დიდი პროცენტი შემოუერთდა.
დღეს, ბაზარზე განსხვავებული დანიშნულების არაერთი შრატი არსებობს: დამატენიანებელი, მკვებავი, აღმდგენი, რეტინოლის შემცველი, C ვიტამინით გაჯერებული. კოსმეტოლოგები ირწმუნებიან, რომ შრატის მოქმედებას ვერცერთი სხვა კანის მოვლის საშუალება ვერ ჩაანაცვლებს. რატომ?! L’oreal-ის კვლევითი ლაბორატორის ექიმის, პატრიციო პინოს მტკიცებით, შრატის მსუბუქი და თხელი ტექსტურის შედეგად აქტიური ნივთიერებების მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა (თითქმის 95%-მდე). ცნობილ კოსმეტოლოგ ჟან ლუი სებას თუ დავუჯერებთ, შრატის კიდევ ერთი მომხიბვლელი მხარე ის არის, რომ თავისუფლად შეგიძლიათ მათი შერევა, ორი ან სამი განსხვავებული დანიშნულების მქონე შრატის (მაგალითად, დამატენიანებელი და აღმდეგნი) ხელის გულზე ერთმანეთში არევა და შემდეგ სახეზე წასმა - ეს სრულიად უსაფრთხო და ძალიან ეფექტურიც ყოფილა!
ჩემი სახის კანი შერეულ, ცხიმიანობისკენ მიდრეკილ კატეგორიას მიეკუთვნება, რის გამოც რამდენიმე თვის წინ შრატის შერჩევისას Estee Lauder Even Skintone Illuminator-ზე შევაჩერე არჩევანი და ძალიან წარმატებულადაც: მოჭარბებული რაოდენობის პიგმენტური ლაქების გამო “გადაფერადებული” სახე ნელ-ნელა მწყობრში ჩამიდგა და სახემ მართლაც ერთგვაროვანი ფერი მიიღო. ლაქების გაღიავების და გაქრობის გარდა, ამ მსუბუქი შრატის შედეგად (ყოველ დილით მოვიხმარ, დღის კრემის ქვეშ) ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელი ოდნავ გადიდებული ფორებიც წამიერად “ისრუტება” და “იკვრება” - გაზვიადების ჟანრის მიმდევარი არ ვარ და ამდენად, არ ვამეტებ - ნამდვილად ასე ხდება.
პირადი გამოცდილების გარდა, მინდა რამდენიმე პროდუქტი გაგიზიაროთ, რომლებსაც ამ სფეროს ექსპერტები ერთხმად უწევენ რეკომენდაციას.
1. შრატი Dr.Sebagh Repair - შეიცავს ჰიალურის მჟავას, ატენიანებს კანს და ასწორებს არსებულ ნაოჭებს.
2. შრატი Clarins Capital Lumiere - ებრძვის პიგმენტურ ლაქებს და აცოცხლებს სახის კანის ფერს.
3. შრატი Estee Lauder Advanced Night Repair - ანტიოქსიდანტების დახმარებით, ეს შრატი ღამის განმავლობაში სახის კანის აღდგენას უზრუნველყოფს.
4. შრატი L’oreal Paris Youth Code - კვებავს და ატენინებს კანს და დატებით ასწორებს კანის ზედაპირს.
5. შრატი Dior Prestige Satin Revitalizing Nectar - აღადგენს და იცავს სახის კანს, ამაღლებს კანის ელასტიურობის ხარისხს.
6. შრატი Olay Regenerist Micro-Sculpting - უზრუნველყოფს კანის ლიფტიგნს და დატენიანებას.
შრატების თემაზე დღეისთვის სულ ეს იყო. მომდევნო პოსტამდე!
ანიკა