წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა ტიპის კოსმეტიკური ფუნჯები გვესაჭიროება და როგორ მოვუაროთ მათ

ბლოგი:
აგვისტო 15, 2014
ავტორი Anika
ფუნჯები კოსმეტიკის ჩანთის ყველაზე "დაჩაგრული" შემადგენელი ელემენტები მგონია: მათ ყველაზე ინტენსიურად მოვიხმართ და ყველა ნაკლები მოვლა მათ ხვდებათ. არადა ლამაზი და ოსტატურად შესრულებული მაკიაჟი მოწესრიგებული, სუფთა ფუნჯების გარეშე წარმოუდენელია. თუმცა, სისფუთავის გარდა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის პროდუქტისთვის როგორი ფუნჯის გამოყენებს სჯობს. მოდით, დღევანდელ პოსტში ვიზაჟისტების რჩევებს გავეცნოთ.

პირველ რიგში შევთანხმდეთ იმაზე, რომ არ არსებობს ჭეშმარიტება ხელოვნური თუ ბუნებრივი შემადგენლობის ფუნჯების უპირატესობის შესახებ: წამყვანი ვიზაჟისტების არსენალში ორივე კატეგორიის ფუნჯებს შეხვდებით.

ვიზაჟისტების რეკომენდაციით, როდესაც მშრალი ტიპის პროდუქტის (ფხვიერი პუდრა, რუჟი, მშრალი თვალის ჩრდილები) წასმას ვაპირებთ, ასეთ დროს ბუნებრივი ბეწვის მქონე ფუნჯები საუკეთესოა: ბუნებრივი ბეწვი იდეალურად "ითვისებს" მშრალ პროდუქტს და შემდეგ კარგად ანაწილებს კანზე.

ცხიმოვანი ან თხევადი პროდუქტების გამოყენებისას (ტონალური საცხი, კონსილერი, პომადა) კი უმჯობესია ნეილონის ფუნჯების შერჩევა.

Victoria Beckham Fall 2014 RTW

არაერთი კოსმეტიკური ბრენდი აწარმოებს ისეთ ფუნჯებს, რომლებიც ნახევრად ბუნებრივი და ნახევრად ხელოვნური შემადგენლობისაა - ასეთი ფუნჯები, როგორც მიხვდით, როგორც მშრალი, ასევე ცხიმოვანი კოსმეტიკის წასასმელადაც გამოგადგებათ.

ყველაზე ძვირადღირებულად კანადური ლურჯი ციყვის ბეწვისგან დამზადებული ფუნჯი ითვლება. პოპულარობით მას თხის ბეწვის მოსდევს, რომელიც შედარებით უფრო უხეშია და იდეალური რუჟის გადასასმელად. პონის ბეწვის ფუნჯებს კი უმეტეს შემთხვევაში მშრალი ჩრდილების წასასმელად იყენებენ, რომელიც ბეწვის სიმჭიდროვის გამო, კანზე ჩრდილის კარგად თანაბრად გადანაწილები შესაძლებლობას იძლევა.

ახლა ჰიგიენის ნაწილს რაც შეეხება - ვიზაჟისტების დაუწერელი კანონის თანახმად, ფუნჯები მუდმივად სუფთა მდგომარეობაში უნდა იქონიოთ. ამას კი ფუნჯების საწმენდი სპეციალური შამპუნის - ე.წ. brush shampoo  -დახმარებით შეძლებთ. ასეთ შამპუნს ბუნებრივი ბეწვის მქონე ფუნჯების გასაწმენდა იყენებენ, ხოლო ხელოვნური ფუნჯების გასუფთავება ანტიბაქტერიული საპნითაც არის შესაძლებელი.


არსებობს ასევე ცალკე ფუნჯების სადეზინფექციო საწმენდიც, რომელიც სპირტზე დამზადებული სითხეა და მომენტალურად ასუფთავებს ფუნჯს. თანაც დადებითი მხარე ამ საწმენდს ის აქვს, რომ ფუნჯი ძალიან სწრაფად შრება - მისი გაწმენდი შემდეგ რამდენიმე წუთში ფუნჯი ისევ მზადაა გამოსაყენებლად.


ასე, რომ კარგად შეარჩიეთ კოსმეტიკური ფუნჯები და სათანადოდ გაუფრთხილდით და მოუარეთ მათ.


მომდევნო პოსტამდე,


ანიკა


მსგავსი ბლოგები