წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

საკუთარი რესურსების მართვა ბიოლოგიური საათის მიხედვით

ბლოგი:
ოქტომბერი 31, 2016
ავტორი Anika
ყველამ კარგად ვიცით ბიოლოგიური საათის მიხედვით ადამიანების ბუებად და ტოროლებად დაყოფის შესახებ, თუმცა, ძილის სპეციალისტს და ფსიქოლოგს პროფესორ ბრეუსს დავუჯერებთ, ადამიანების უდიდესი ნაწილი 4 ძირითად კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ და თუ თქვენი ქრონოტიპი ზუსტად იცით, ამის მიხედვით შეგიძლიათ დაგეგმოთ დღეს ისე, რომ მაქსიმალურად პროდუქტიულები იყოთ.

მოკლედ, ექიმი ბრეუსი ამტკიცებს, რომ ჩვენ დელფინის, ლომის, დათვის ან მგლის კატეგორიებად ვართ დაყოფილი.

თუ თქვენ ფხიზელი ძილი გაქვთ, ადრე იღვიძებთ და იდეალურად გამოძინებულ-გამოღვიძებულად თავს ვერ გრძნობთ, მაშინ თქვენ სავარაუდოდ, დელფინი უნდა იყოთ - დელფინის სახელწოდება ექიმს იმიტომ შეურჩევია, რომ დელფინებს ტვინის მხოლოდ ერთი ნახევარით სძინავთ. დელფინ-ადამიანებს მოუსვენრად ძილი ახასიათებთ და უძილობაც არ არის მათთვის უცხო ფენომენი. ამიტომაც, ასეთი ადამიანებისთვის დილით უპირველეს ყოვლისა, ფიზიკური დატვირთვა - ვარჯიში არის რეკომენდებული. ასე არტერიულ წნევას, სხეულის ტემპერატურას და კორტისოლის დონეს მაღლა ასხევთ, რაც მხნეობას შეგმატებთ.

თუ თქვენ მზის ამოსვლასთან ერთად გეღვიძებათ და საღამოსკენ უკვე ძილი გერევათ, ასეთ შემთხვევაში, თქვენ ლომი ყოფილხართ. ვინაიდან დილა ამ ქრონოტიპისთვის ყველაზე პროდუქტიული მონაკვეთია, ამდენად, ყოველგვარი შეხვედრა და მნიშვნელოვანი საქმე სწორედ დილის საათებში - 10-დან 12 საათამდე უნდა დაგეგმოთ.  სწორედ ამ დროისთვის ეძალებათ ხოლმე ლომებს შიმშილიც, ამიტომაც ექიმი დილის 9 საათისთვის მცირე წახემსებას, ხოლო 12 საათისთვის უკვე ლანჩის მირთმევას გვირჩევს.

M_Id_430769_Roenneberg_

ადამიანების ნახევარი საშუალო სტატისტიკურად დათვის კატეგორიას მიეკუთვნება - დღისით აქტიურები, ღამით მშვიდი ძილი ახასიათებთ. ასეთი ადამიანების ძილ-ღვიძილის რეჟიმი მათ მზის ციკლს ემთხვევა, მათ 8 საათიანი ღამის ძილი ესაჭიროებათ, დილით გამოფხიზლება კი მათთვის ცოტა სირთულესთან არის დაკავშირებული. ზოგს 2-3 საათიც კი ესაჭიროება საიმისოდ, რომ სრულად გამოფხიზლდეს. ამიტომაც, დათვ-ადამიანებს ექიმი ბრეუსი დილის 8 საათისთვის ცილებით მდიდარი საუზმის მირთმევას ურჩევს და ამტკიცებს, რომ დათვებს როგორ წესი, დილაობით ნახშირწყლებით გაჯერებული საკვების მირთმევა უყვართ, ეს კი სეროტონინის დონეს ამაღლებს, კორტისოლს კი დაბლა სწევს.

თუ თქვენ ძალიან გვიან იძინებთ და დილით ძალიან გიჭირთ გამოფხიზლება, მაშინ საქმე მგელთან გვაქვს. ადამიანების ამ ქრონოტიპს განსაკუთრებული აქტიურობა საღამოს 7 საათის შემდეგ ახასიათებს და ისინი გვიან ღამემდე პროდუქტიულები არიან და არავითარ დაღლას არ გრძნობენ. შესაბამისად, მათთვის წარმოუდგენლად რთულია დილის 9 საათისთვის ფეხზე წამოდგომა. მგლებს ექიმი დილის ფინჯანი ყავის მირთმევას დაახლოებით დილის 11.00 საათისთვის, ხოლო საღამოს საათებში კი ცხელი შხაპის მიღებას ურჩევს: მისი თქმით, ცხელი შხაპიდან გამოსვლისას, ადამიანის სხეულის ტემპერატურა დაბლა იწევს, რაც ტვინს სიგნალს უგზავნის მელატონინის გამოსამუშავებლად, მელატონინი კი ძილის რეჟიმის ამუშავებას უწყობს ხელს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები