წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

შემოდგომის ყველაზე “მაცდური” სურნელები

ბლოგი:
ოქტომბერი 28, 2013
ავტორი Anika
კარგად მახსოვს, მეორე კურსზე ვიყავი უნივერსიტეტში, Cacharel-ის ახალი სუნამო სახელწოდებით Eden რომ გამოვიდა: მწვანე, გაუმჭვირვალე ბოთლში იყო მოთავსებული და ძალიან მძაფრი, თავბრუდამხვევი სურნელი ჰქონდა. თუმცა, სურნელზე მეტად მიმზიდველი მაშინ ამ სუნამოს თანმხლები ისტორია იყო: ამბობენ, ამ სუნამოს გაყიდვა დიდ ბრიტანეთში აკრძალულია, “მამაკაცებს რეტს ასხამსო!” - ფოლკლორის ჟანრის ისტორიაა, ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე. ჰოდა, ჩვენც მეტი რა გვინდოდა, სრულიად ქალთა სქესი ისტერიულად ვყიდულობდით ამ “მაცდურ სიახლეს” და დავდიოდით ერთ დიდ, საერთო სურნელში გახვეულები.

ეს ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ დღევანდელ პოსტში Eden-ის მაგვარი, მაცდურ სურნელებად მიჩნეული ამ შემოდგომის ახალი პარფიუმერია მინდა გაგაცნოთ.

DOLCE & GABBANA INTENSE - იტალიელი დიზაინერების ახალი სურნელი ციტრუსოვანი ნეროლის და მწვანე მანდარინის ნაზავია, რომელსაც ტუბეროზას მკვეთრი და სანდალოზის ხის მძაფრი არომატები ემატება.

tory-burch-fragrance

TORY BURCH-ის ტვიდის ქურთუკების ფანებს შესაძლოა, თაყვანისცემის ახალი ობიექტი გაუჩნდეთ ამ სეზონზე: ამერიკელი დიზაინერის პარფიუმერული დებიუტი Tory Burch, რომელშიც ვეტივერის, პეონისა და ჟასმინის კლასიკური ყვავილოვანი სურნელები, გრეიფრუტის და მანდარინის ხალისიანი არომატებია გაერთიანებული.

elizabeth-arden-untold

Elizabeth Arden-ის ახალი სურნელი Untold, სადაც მსხლის, გარდენიას და პაჩულის არომატები იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.

boucheron-place-vendome

როგორც ამბობენ, BOUCHERON-ის ახალი სუნამო PLACE VENDÔME გამორჩეულად თბილი, მძაფრი და სექსუალური სურნელი უნდა იყოს. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ის თაფლის, ჟასმინის, კედარის და ვანილისმაგვარ არომატებს აერთიანებს, მაშინ ეს სუნამო ნამდვილად განეკუთვნება კლასიკური, ქალური სურნელების კატეგორიას.

tom-ford-private-blend-oud-fleur

TOM FORD-ის OUD FLEUR ვარდის, ხის მერქნის, დარიჩინის და პაჩულის კომბინაცია მხოლოდ განსაკუთრებულად განსხვავებული არომატების მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი.

valentina-oud-assoluto

ულამაზესი ბოთლის გარდა, ვალენტინოს ეს ახალი სუნამო ბერგამოტის, ვარდის და ხის არომატების მომაჯადოვებელ კომბინაციას წარმოადგენს და საუკეთესო აქსესუარი იქნება “პატარა შავი კაბის” პირობებში.

juicy-couture-viva-la-juicy-noir

JUICY COUTURE-ის სურნელი VIVA LA JUICY NOIR ტკბილი სურნელების მოყვარულებს გაახარებს: კენკრების, წერწას (honeysuckle), გარდენიას, ჟასმინის, კარამელის და ვანილის არომატების მიქსი ჭეშმარიტი “სიტკბოს” მიმდევრებისთვისაა.

victorias-secret-night

ტკბილი ვაშლის, ჟასმინის, ბურბონის, ვანილის, შავი მოცხარის ნოტები ჰარმონიულად არის გაერთიანებული VICTORIA'S SECRET-ის სიახლეში სახელწოდებით NIGHT, რომელსაც რომანტიული პაემანის ღირსეულ ატრიბუტად მიიჩნევენ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები