წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

სილამაზის მაისის თვის სიახლეები

ბლოგი:
აპრილი 19, 2013
ავტორი Anika
მართალია მაისამდე ჯერ კიდევ 10 დღეა და აპრილის უამინდობას თავი ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ, მაგრამ მოდით საქმეს წინ წავიგდებ და იმ სილამაზის პროდუქტების სიახლეებზე მოგიყვებით, რომლებიც გაყიდვაში მომდევნო, მაისის თვიდან გამოვა.

MAC-ის პროფესიონალური მაკიაჟის ხაზს საქართველოში მოყვარულთა უკვე საკმაოდ დიდი არმია ჰყავს. სწორედ მათთვის სასიამოვნო იქნება იმის გაგება, რომ სულ მალე ამ ბრენდის არამხოლოდ ტრადიციულად ფუნქციონალური, არამედ განსაკუთრებულად მომხიბვლელი შეფუთვის მქონე პუდრა გამოვა გაყიდვაში: Sheer Mystery-ს სახელწოდების პუდრა Making Pretty კოლექციიდან იდეალური საჩუქარი იქნება საყვარელი მეგობრისთვის.

Narciso-Rodriguez_image_305_392

მუსკუსის არომატი გაზაფხულისთვის შესაძლოა იდეალურად შესაფერისი არ იყოს, იმის გამო, რომ ის ცოტა “მძიმე” და “მსუყეა”. ამიტომაც, Narciso Rodriguez-მა ბევრისთვის საყვარელი სურნელის გაცილების მსუბუქი და მჩატე ვერსია გამოუშვა - L'Eau for Her, Narciso Rodriguez. ამ სურნელში წამყვანი ყვავილოვანი, კერძოდ ვარდის ნოტებია, მუსკუსთან ერთად კი თაიგულს პაჩულის და თეთრი ყვავილების ნოტებით კრავენ.

Shiseido_image_305_392

აღმოსავლური კოსმეტიკისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო გამორჩეულად გამიხარდა Shiseido-ს ბრენდის ცნობილი ტანის “მაკორექტირებელი” ლოსიონის ახალი ვერსიის გამოჩენა. Advanced Body Creator, Shiseido-ს ახალ შემადგენლობაში ცხიმისწვის დამხმარე კომპონენტებია დამატებული, რაც, დამეთანხმებით, ზაფხულისწინა სამზადის პერიოდში ბევრ ჩვენგანს გამოადგება.

Darphin_image_305_392

პირველი ნაოჭები ვისაც გამოგიჩნდათ, მათ “დასატესტად” Ideal Resource, Darphin ვურჩევდი: ამბობენ, ნაოჭების შემამცირებელი ეს შრატი ბუნებრივი შემადგენლობის გარდა, ხავერდოვანი ტექსტურით და მსუბუქი ყვავილოვანი არომატითაც გამოირჩევაო.

Viktor-Rolf_image_305_392

Viktor & Rolf-ის სუნამო Flowerbomb სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. თუმცა, საგანგებოდ 2013 წლის ზაფხულისთვის შემქნილი ახალი ვარიაცია ალბათ, ცოტა ვინმეს თუ ექნება “დაგემოვნებული”. ციტრუსის და ჟასმინის არომატები თუ გიყვართ, ეს სუნამო თქვენს საზაფხულო Shortlist-ში აუცილებლად მოხვდება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები