წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

თავის მოვლა ორსულობის დროს

ბლოგი:
ნოემბერი 08, 2014
ავტორი Anika
გუშინ ცნობილი მოდელის მირანდა კერის ახალი კოსმეტიკური ხაზის შესახებ ვკითხულობდი ინტერნეტში (ორგანული კოსმეტიკის ამ ხაზს ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ http://www.koraorganics.com/) და მომავალი დედების რეკომენდაციებს გადავაწყდი, სადაც ერთმანეთში შთაბეჭდილებებსა და რჩევებს ცვლიდნენ, თუ როგორ და რა პროდუქტების დახმარებით ზრუნავენ საკუთარ სილამაზეზე ამ უმნიშვნელოვანესი 9 თვის განმავლობაში. ჰოდა, გამახსენდა, რომ ანიკას ბლოგის მკითხველებთან ამ საკითზე არასდროს გვისაუბრია - თუ ვცდები, შემისწორეთ - ამიტომაც, დღევანდელ პოსტში ექიმების რჩევებს და პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ, გავლილი 2 ორსულობის გათვალისწინებით.

დავიწყოთ იმით, რომ ამ 9 თვის განმავლობაში კანი გაცილებით მგრძნობიარე ვიდრე ჩვეულებრივ და ამდენად, უფრო სწრაფად და ადვილად ითვისებს მოხმარებული პროდუქციის შემადგენლობას. ვიტამინების და სხვა აქტიური ნივთიერებების მოჭარბებული რაოდენობით მიღება ამ პერიოდში კი შესაძლოა ნაყოფის განვითარებისთვის საშიშიც კი აღმოჩნდეს. ამიტომაც, ექიმები გვაფრთხილებენ, ორსულობის პერიოდში თავი ავარიდოთ ისეთი სილამაზის პროდუქტების გამოყენებას, რომლებიც შეიცავენ:
• აქტიურ კომპონენტებს (რეტინოლი, იგივე A ვიტამინი; ხილის მჟავები; ვიტამინები);
• ჰორმონების საფუძველზე დამზადებული და მისი შემცველი პროდუქტები;
• ეთერზეთებს;
• ნატრიუმის ლაურილ სულფატს (როცა მისი წილი 2%-ს აღემატება);
• მინერალურ ზეთებს (შესაძლოა გამოიწვიოს კანის სიმშრალე);
• ბენზოლს.

მოკლედ, ყოველი პროდუქტის შეძენისას რუდუნებით და ყურადღებით ვეცნობით ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას, თუმცა პირადად მე, ყველაზე უსაფრთხოდ (არსებულ ალტერნატივებს შორის) მაინც საგანგებოდ ორსულობის პერიოდისთვის შექმნილი პროდუქცია მიმაჩნია. არჩევანი არც თუ ისე მწირია და ის ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება ახლად შექმნილი ბრენდების ხარჯზე. 2 წლის წინ ძალიან წარმატებით ვსარგებლობდი საგანგებოდ ორსულებისთვის შექმნილი კოსმეტიკური ბრენდი Belli-ს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით, რომლის სტრიების საწინააღმდეგო ზეთის არომატი ახლაც კარგად მახსოვს (ნუშის, ყურძნის წიპწების, ლავანდის ზეთები, E ვიტამინის, კაკაოს მარცვლების კარაქის და გოტუ კოლას ნაზავი). ამ ზეთის გარდა, რამდენიმე თვის განმავლობაში ვიყენებდი ასევე ამავე ბრენდის სახის დასაბან გელს, შხაპის გელს და სხეულის დამატენიანებელს (ლიმნის ზეთს და გვირილას შეიცავს და იდეალურად ატენიანებს კანს და ამშვიდებს სიმშრალით გამოწვეულ ქავილის შეგრძნებასაც).

ScreenShot2013-04-12at41912PM

ამერიკაში დღეისთვის ძალიან პოპულარულია Mama Mio-ს ბრენდის პროდუქცია (www.mamamio.com), რომელიც ოთხმა მეგობარმა კოსმეტოლოგმა ქალმა შექმნა საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ესეც და Belli-ს პროდუქციაც ამაზონის ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ (Mamamio ასევე ონლაინ მაღაზია netaporter.com-ზეც იყიდება, საიდანაც ამანათს პირდაპირ თბილისში, თქვენი სახლის კართან მოგიტანენ).

Nine Naturals (www.ninenaturals.com) ამერიკელი ახალგაზრდა დედის მიერ შექმნილი ბრენდია, რომელიც ასევე ორსულების და ახალბედა დედების საჭიროებებზეა მორგებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკელ მომხმარებელში, განსაკუთრებით კი მისი თმის მოვლის საშუალებები.

ადგილობრივად, თბილისში ხელმისაწვდომი Weleda-ს და Chicco-ს ორსულთა პროდუქციაზე უჩემოდაც კარგად იქნებით ინფორმირებულები, ასე რომ მათზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ.

და ბოლოს - არ დაგავიწყდეთ, ნებისმიერი ახალი პროდუქციის შეძენის წინ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის.

ლამაზ 9 თვეს გისურვებთ!

ანიკა

მსგავსი ბლოგები