წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

10 მიზეზი ლიმონის წვენის ყოველდღიურად გამოსაყენებლად

ბლოგი:
ივნისი 20, 2017
ავტორი Anika
ციტრუსები, C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყვნენ, ლიმონი კი მათ შორის დღემდე განსაკუთრებით გამორჩეულია: მას წმინდა გასტრონომიული გამოყენების გარდა, ბევრი სხვა სახის სარგებლის მოტანა შეუძლია. ამიტომაც, სახლში მუდამ რამდენიმე ცალ ლიმონს თუ იქონიებთ, ამით მხოლოდ მოგებული დარჩებით: ლიმონში არსებული ფლავონოიდები ხომ ანტიოქსიდანტების ძლიერი წყაროა.

და მაინც, კონკრეტულად რისთვის შეგვიძლია ლიმონის წვენის გამოყენება?

1. თირკმლებში კენჭების გაჩენის პრევენციისთვის. ყოველდღიურად ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენის მირთმევით შარდში ციტრატების დონე მაღლა აიწევს, ეს კი თავის მხრივ, თირკმელში კალციუმის კენჭის გაჩენის პრევენცია შეიძლება იყოს

2. ყელის ტკივილის დროს - ლიმონის წვენში თუ ცოტა ნატურალურ თაფლს დავამატებთ, ასე ყელის ტკივილით გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქებას შევძლებთ.

3. წონაში კლების ხელშესაწყობად - არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ლიმონის წვენში შემავალი პექტინი (ხსნადი უჯრედისი) წონაში დაკლების პროცესს აძლიერებს.

4. ვისაც კუჭთან დაკავშირებული პრობლემები არ გაწუხებთ - გასტრიტი, წყლული - დილა შეგიძლიათ ჯანსაღად დაიწყოთ და ფინჯანი ყავის ნაცვლად ცხელ წყალში ჩაწურული ლიმონის წვენი მიირთვათ - ეს სასმელი საჭმლის მომნელებელ სისტემას უკეთ აამუშავებს და ორგანიზმს C ვიტამინითაც მოამარაგებს.

5. კოღოს ან სხვა მწერის ნაკბენის ადგილას თუ ლიმონის წვენს შეიზელთ, ეს უსიამოვნო ქავილის შეგრძნებას დაგიამებთ.

6. ორგანიზმიდან ტოქსინების და ნარჩენების გამოსადვენად ლიმონის წვენისა და სელის თესლის ფხვნილის ნაზავი იდეალურია.

7. ლიმონში არსებული ლიმონოიდები ჩვენი სხეულის უჯრედებს იმ ტიპის დაზიანებისგან იცავენ, რომელიც შესაძლოა სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის წინაპირობეა გახდეს.

8. თუთიის მარაგის შესავსებად ბანანზე არანაკლებ ეფექტიანი ალტერნატივა ლიმონის წვენია.

9.

მსგავსი ბლოგები