წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

2011 წლის თმის მოვლის საუკეთესო პროდუქტები

ბლოგი:
აგვისტო 21, 2012
ავტორი Anika
სილამაზის და თავის მოვლის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალი Allure ყოველწლიურად ახდენს თავის მოვლის ამა თუ იმ კატეგორიის პროდუქტების შეფასებას და მომდევნო წლისთვის გამარჯვებული პროდუქციის გამოვლენას. ასეთი შეფასება გასული წლის სიახლეებზეც გაკეთდა, რის შესახებაც ამ პოსტში მინდა მოგიყვეთ - კერძოდ, თმის მოვლის კატეგორიის გამარჯვებული პროდუქტების შესახებ გაგიზიაროთ ინფორმაცია.



Garnier Fructis Daily Care Fortifying Cream Conditioner - თმის კონდიციონერი, რომელიც თმას სიძლიერეს და ბზინვარებას მატებს. კონდიციონერში შემავალი B3 და B6 ვიტამინების წყალობით, ის თმას სათანადოდ ატენიანებს და თმის მტვრევადობას და ბოლოების დაზიანების შანსს საგრძნობლად ამცირებს.



მათ, ვისაც თხელი თმა აქვთ, მოეწონებათ Pantene Pro-V Fine Hair Solutions Flat to Volume Shampoo - შამპუნი, რომელიც თმას საჭირო მოცულობას მატებს. გამჭვირვალე შამპუნს ყვავილოვანი სურნელი აქვს და იმავე ხაზის კონდიციონერთან ერთად გამოყენებისას, თქვენს თმებს განსაკუთრებულ სირბილეს და სასურველ მოცულობას მიანიჭებს.



Wella Professionals Brilliance Shampoo for Fine to Normal Colored Hair - ამ შამპუნში შემავალი პიგმენტების პროტექტორების და ბრილიანტის მტვრის მეშვეობით შესაძლებლობა გეძლევათ შეღებილ თმებს ფერი დიდ ხანს შეუნარჩუნოთ, თუნდაც ყოველდღიური მოხმარების პირობებშიც.



სახლის პირობებში თმებზე “ჰაილეითების” გაკეთება თუ გიცდიათ - ე.წ. მელირება?! არ უნდა იყოს ადვილი საქმე. ამიტომაც, ლორეალმა იდეალური პროდუქტი შექმნა, რომელიც უნიკალური, პატარა, თითზე მორგებული აპლიკატორის მეშვეობით მარტივად შეძლებთ თმის სასურველი ნაწილების გაღიავებას.



და კიდევ ერთი სასარგებლო პროდუქტი შეღებილი თმისთვის: სპრეი, რომელიც თმებს საოცარ ბზინვარებას და ფერს მიანიჭებს. მასში შემავალი E ვიტამინის წყალობით ეს იდეალური პროდუქტია საღებავის ეფექტის მაქსიმალურად დიდი ხნით და ლამაზად შესანარჩუნებლად. ყოველდღიური ვარცხნილობისთვის ექსპერტები სპრეის ფენით გაშრობამდე გამოყენებას გვირჩევენ, საღამო ვარცხნილობის შემთხვევაში კი თმის დავარცხნის შემდეგ.

ვფიქრობ, ამ ჩამონათვალიდან თუნდაც ერთი გამოცდას მაინც შეძლებთ, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულის ცხელი და მზიანი დღეების შემდეგ, გამომშრალ და გამოფიტულ თმებს ზედმეტი ყურადღება და მოვლა ნამდვილად არ აწყენთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები