წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

2012 წლის საუკეთესო პროდუქტები

ბლოგი:
დეკემბერი 20, 2012
ავტორი Anika
წლის ბოლო ახლოვდება და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წლის შეჯამებას და შესაბამის დასკვნებს აკეთებენ. სილამაზის სფეროს ბლოგერები და ექსპერტებიც არ ჩამორჩენ ამ დინებას და მათ შორის ყველაზე ანგარიშგასაწევმა და რესპექტაბელურმა სპეციალისტებმაც თავიანთი დასკვნები გაგვიზიარეს.

დღევანდელ პოსტში მინდა სილამაზის ბლოგერების და ექსპერტების მიერ გადარჩეული 2012 წლის საუკეთესო თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და არომატები შემოგთავაზოთ.

დასამახსოვრებელი იყო შანელის საგაზაფხულო “რუმიანების” სერია Horizon de Chanel, რომლებიც ზოლებიან ფორმატში იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, საზაფხულო ბრონზერების სიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო Soleil Tan de Chanel N917 Sable Rose და შემოდგომის ფერუმარილი (პუდრა) Chanel Lumiere D’Artifices Beiges. ძალიან დიდი და სახალისო ფერთა გამა ჰქონდა Burberry Beauty Lip Velvet-ის ხაზს.



ფრჩხილის ლაქების კატეგორიაში შანელის Attraction 545 ფერი დასახელდა: თეთრი ფერის პერლამუტრი, რომელიც კლასიკაც არის და იმავდროულად თანამედროვეც.

წლის ყველაზე პრაქტიკული must-have აღმოჩნდა Givenchy Mister Perfect კორექტორი-ფანქარი.

პომადების კატეგორიაში ერთ-ერთი რჩეული იყო YSl-ის Rouge Pur Couture Glossy Stain, რომელიც უნიკალური პროდუქტია იმ თვალსაზრისით, რომ ღრმა ფერიც აქვს (როგორც თხევად პომადას) და იმავდროულად პრიალა ეფექტიც (როგორც ტუჩის საპრიალებელს). გარდა ამისა, ეს პომადა ძალიან მდგრადია და დიდ ხანს ძლებს ტუჩებზე. თხევადი ტექსტურის პომადა ძალიან მოსახერხებელია წასასმელად აპლიკატორის დამსახურებით და ტუჩის კონტურის გამოხატვაც ადვილად ხერხდება მისი წყალობით.



დეკორატიულ კოსმეტიკაში კიდევ ერთი დასამახსოვრებელი პომადა Guerlain Rouge G L’Extrait იყო - ასევე თხევადი, რომელიც ძალიან ადვილად იწოვება, ხავერდოვანი ხდება და არ აშრობს ტუჩებს. ამას გარდა, მისი შეფუთვა ცალკე აღნიშვნის ღირსია.



მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები