We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

2012 წლის ტანის მოვლის საუკეთესო პროდუქტები

_from blog_:
_March_ 07, 2013
_by_ Anika
მიყვარს, როდესაც სილამაზის დარგის ექსპერტები მოიცლიან, დასხდებიან და გასული წლის საინტერესო შეჯამებებს აკეთებენ. არ ვიცი, რამდენად მარკეტინგულად გათვლილი ნაბიჯია ეს (უამისობაც აქ იქნება, სავარაუდოდ), მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ შეჯამებებში არაერთ საინტერესო აღმოჩენას აკეთებ: ან ახალ პროდუქტს აღმოაჩენ ან სულაც უკვე ნაცნობის შესახებ შეიტყობ გამორჩეულ, სხვა მსგავსი პროდუქტებისგან მის უნიკალურ განმასხვავებელს.

მოკლედ, დღევანდელ პოსტში ქალების ცნობილი გამომცემლობა Elle-ის სილამაზის რედაქტორების მიერ გადარჩეული გასული წლის ყველაზე გამორჩეული პროდუქტები გაგაცნოთ, რომლებიც უშუალოდ ტანის მოვლისთვის არის განკუთვნილი.

Elle-ის მექსიკის გამოცემის რედაქტორმა გასული წლის ფავორიტად Dior-ის ანტიცელულიტური საშუალება დაასახელა. Body Desire, Dior Svelte ერთ ბოთლში რამდენიმე პროდუქტს აერთიანებს, რის გამოც აღარ დაგჭირდებათ ცალკე ტანის დამატენიანებელი, მკვებავი და ანტიცელულიტური საცხების შეძენა. ეს მულტიფუნქციური პროდუქტი ნაზი და მსუბუქი ტექსტურით გამოირჩევა და იმავდროულად ნეიტრალური სურნელი აქვს, ყოველგვარი ზედმეტად გამაღეზიანებელი არომატების გარეშე. სწორედ ან კომპლექსური თვისებების გამო საცხის გამოყენება კანს გაცილებით ნაზს, მკვრივს ხდის და იმავდროულად ბზინვარებასაც ანიჭებს მას.



Sublime Bronze, L’Oreal Paris არგენტინელი კოლეგა-რედაქტორის საყვარელი ავტონარუჯის საშუალება აღმოჩნდა. ეს მომენტალური მოქმედების ავტონარუჯი იდეალური ყოფილა სწრაფი და შეძლებისდაგვარად ბუნებრივი ეფექტისთვის. არლეტ ბარიონუევოს თქმით, უმცირესი ნაწილაკების წყალობით ის იდეალურად ნაწილდება სხეულზე, ადვილად აღწევს ყველაზე რთულ ადგილებშიც კი, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ხელოვნური ნარუჯის ეფექტის მიღების რისკი და “გადაყვითლებულ ხელისულებსაც” აგარიდებთ თავინან. და კიდევ ერთი სასიამოვნო კომპონენტი - სპრეის სასიამოვნო, ციტრუსოვანი სურნელი აქვს!



რუსული Elle-ის სილამაზის რედაქტორმა კი არჩევანი La Mer-ის პრესტიჟული ბრენდის The Reparative Body Lotion-ზე შეაჩერა. სხეულის დამატენიანებელ ლოსიონს და მასში შემავალ Miracle Broth-ის უნიკალურ კომპონენტს ერთდროულად სხეულის კანის დარბილება, დატენიანება, გაღეზიანების მოხსნა, გამკვრივება და მისი საგრძნობლად გაახალგაზრდავება შეუძლია - მეტი რა უნდა გვინდოდეს კანის მოვლის საშუალებისჷან?!

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_