ბლოგი:
იანვარი 04, 2013
ავტორი Anika
ყოველ ჯერზე, ახალი წლის დადგომისას, ადამიანები საკუთარ თავს განსხვავებულ მოთხოვნებს და პირობებს ვუყენებთ, რაც ბუნებრივია, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე არის მიმართული: სიგარეტის მოწევას თავს დავანებ, ჩემ ძველ წონას დავუბრუნდები, ფრჩხილებს აღარ მოვიკვნეტ. ეს მხოლოდ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული დაპირებებია. მე კი დღევანდელ პოსტში ანიკას მკითხველებს რამდენიმე ისეთი “დაპირება“ მინდა გირჩიოთ, რომელიც მერწმუნეთ, თქვენს სილამაზეზე საგრძნობლად დადებითად აისახება.
1. ძილის წინ დაძლიეთ სიზარმაცე და აუცილებლად მოიცილეთ მაკიაჟს - ნებისმიერი დერმატოლოგი დაგიდასტურებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახის კანის ჯანსაღი იერისთვის დღის განმავლობაში სახეზე დაგროვილი დაბინძურების და მაკიაჟის ჩამობანა. ყველაზე ზარმაცებს კი, შეუძლიათ საწოლის თავთან, ტუმბოზე მაკიაჟის მოსაცილებელი სველი ხელსახოცები მოიმარაგოთ კრიტიკული მომენტებისთვის.
2. დაუმეგობრდით რეტინოლს - A ვიტამინისგან ნაწარმოები რეტინოლი საუკეთესო ასაკსაწინააღმდეგო ინგრედიენტებს შორის: ის ებრძვის ნაოჭებს, ხაზებს, მოშვებულ კანს და ლაქებს და აქვს უნარი, მოხმარების დაწყებიდან მალევე წარმოაჩინოს გაუმჯობესებული კანის ეფექტი. იდეალურ შემთხვევაში, დერმატოლოგები რეტინოლის შემცველი საცხის გამოყენებას ღამით გვირჩევენ.
3. ახლა მაინც დაიწყეთ ყოველდღიურად SPF–ის გამოყენება - მზისგან დამცავი ფილტრის შემცველი საცხების (მინიმუმ 30 SPF) გამოყენება ყოველდღიურ ჩვევად უნდა აქციოთ, მიუხედავად იმისა, გადიხართ გარეთ თუ არა. ყველაზე მარტივია, ისეთი დღის საცხი შეარჩიოთ, რომელიც თავად შეიცავს ამ ფილტრს და რომლის მეშვეობითაც კანის სიმსივნის პრეცვენციისათვის ღირებული ნაბიჯის გადადგმას შეძლებთ.
4. სცადეთ სახის ჯაგრისის აუცილებელ ატრიბუტად ქცევა - კანის ექსფოლიატორები და სკრაბები განსაკუთრებით გამაღეზიანებელი ზამთარშია, როდესაც მშრალი ჰაერის გამო კანიც სინოტივის დეფიციტს განიცდის. ასეთ დროს იდეალურია სახის დასაბანი ელექტრონული ჯაგრისის სახის დაბანის რიტუალში შემოყვანა, რომელიც სახის ჩვეულებრივად წყლით ჩამობანისგან განსხვავებით, გაცილებით კარგად ასუფთავებს სახის კანს. მე ამ ჯაგრისების ერთ-ერთი მომხმარებელი ვარ და საკუთარი გამოცდილებით გირჩევდით, მათი არამარტო ზამთრის პერიოდში, არამედ მთელი წლის განმავლობაში გამოყენებას. შედარებით ძვირიანი ვერსიაა Clarisonic Aria, გაცილებით დაბალფასიანი და არანაკლებ ეფექტური კი Olay Professional Pro-X Advanced Cleansing System.
ბედნიერ და წარმატებულ 2013 წელს გისურვებთ!
ანიკა