ბლოგი:
ივნისი 04, 2013
ავტორი Anika
თქვენი არ ვიცი, და პუდრის აქტიური მომხმარებელი არასდროს ვყოფილვარ. მასთან ჩემი შეხება მხოლოდ პროფესიონალური მაკიაჟის გაკეთებით შემოიფარგლებოდა ხოლმე, რომელიც ასევე, ძალიან იშვიათ ხასიათს ატარებს. არადა, რეალურად, ითვლება რომ სწორედ პუდრს იყენებენ ქალები ყველაზე ხშირად დღის განმავლობაში მაკიაჟის დასაკორექტირებლად. ამიტომაც, გადავწყვიტე, ბედი ვცადო და სატესტო რეჟიმში ხარისხიანი პუდრი შევიძინო. ამისთვის კი ცოტა რამ გამოვიკვლიე და ანიკას ბლოგის მკითხველებსაც მსურს, წლევანდელი სიახლეები გაგაცნოთ ამ მიმართულებით, იქნებ თქვენც შეძლოთ თქვენთვის საინტერესო პროდუქტის აღმოჩენა.
MAC-ის Studio Careblend/Pressed Powder ჟანრის კლასიკად ითვლება (სხვათაშორის, ძალიან მალე რუსთაველის გამზირზე გაიხსნება MAC-ის მაღაზია). ბრენდისთვის დამახასიათებელ მინიმალისტურ შავ ყუთში მოთავსებული პუდრა უნაზესი აბრეშუმისმაგვარი ტექსტურით გამოირჩევა. სახეზე გადასმისას ის ნახევრადგამჭვირვალე ფენად ეფინება კანს და გამოკვეთილი უნარი გააჩნია საიმისოდ, რომ კანს ხავერდოვანი ეფექტი მიანიჭოს (ვფიქრობ, ჩემნაირი კომბინირებული, ცხიმიანი კანისთვის იდეალური იქნება). ვიზაჟისტების თქმით, ეს პუდრა იდეალურია მათთვის, ვისთვისაც კომფორტი და მსუბუქი ტექსტურა შეფასების ამოსავალი კრიტერიუმებია და ამასთანავე იდეალური დაფარვის მიღწევაც სურს. სახის ტონისთვის ერთგვაროვანი ფერის მინიჭებასთან ერთად, ეს პუდრა კანს კარგად ატენიანებს და მას კომფოტის გრძნობას ანიჭებს მის შემადგენლობაში შემავალი ზეითუნის, მზესუმზირის და შის ზეთის ხარჯზე.
როგორც ამბობენ, Estee Lauder-ის პუდრა Invisible რევოლუციური ნოუ-ჰაუს განსახიერებაა: კომპაქტური პუდრა გამომცხვარი პუდრა-ჟელე ყოფილა, რომელიც შემდეგ ბრენდის საფირმო შეფუთვაში მოუთავსებიათ. როგორც სათაური მიგვანიშნებს, Invisible კანზე შეუმჩნეველია, თუმცა იმავროულად, შუქის ცვალებადობის და პიგმენტების ხარჯზე ის ნებისმიერი სახის კანს იდეალურად მოვლილ, თანაბარ და ბზინვარე ტონს ანიჭებს. ამ პროდუქტის შემქმნელები “თავს იწონებენ” იმით, რომ პუდრა ჰაეროვანი ტექსტურით გამოირჩევა, რაც კანს სუნთქვის შესაძლებლობას აძლევს.
აი, ძლიერი და პროფესიონალური დაფარვის მოყვარულებს კი Clinique-ის Even Better Compact Makeup SPF 15 მოეწონებათ. როგორც გითხარით, ეს კრემ-პუდრა მსუბუქი დაფარვის მიმდევრებისთვის არაა - მძიმე ტონალური კრემის ტექსტურის კრემ-პუდრა ორმხრივი აპლიკატორის ისმევა სახეზე და წამებში ნიღბავს ნაოჭებს, ლაქებს, არასრულყოფილ ადგილებს. მის შემადგენლობაში შედის C და E ვიტამინები, ასევე მას მზისგან დამცავი ფაქტორი 15 (SPF) გააჩნია, რაც ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით გამოსადეგი უნდა იყოს.
დროებით,
ანიკა