ბლოგი:
თებერვალი 19, 2013
ავტორი Anika
ამბობენ, 1970-იანი წლების მთავარი მანიშნებელი კალიფორნიელი ბოჰემური ცხოვრების სტილი მიმდევარი გოგონების და კაპრის კურორტის დამსვენებლების განსაკუთრებულად ჯანმრთელი და ბუნებრივი სახის გამომეტყველება იყოო. ნათელი სახის კანი, მოუწესრიგებელი, გაშლილი თმები, ბუნებრივი ვარდისფერი ლოყებზე და ვნებიანი ტუჩები.
ეს განწყობა 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდის კოლექციების ჩვენებებში ბევრგან გამოიყენეს. მაკიაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ე.წ. “რუმიანა” იყო. Dolce Gabbana-ს ჩვენებაზე ვიზაჟისტმა პეტ მაკგრატმა იდეალური შედეგის მისაღებად რუმიანების პალიტრიდან სამი განსხვავებული ფერი ერთმანეთში აურია: ვარდისფერი, ატმისფერი და ყავისფერი. შედეგად ბუნებრივად “შეფაკლული” ლოყები მივიღეთ, ოდნავ შეწითლებული სხეულის და მსუბუქად გარუჯული კანის ერთგვარი მიქსი. გამოხედვას კიდევ უფრო მეტად მგრძნობიარე იერს თვალის შეგნით გავლებული შავი ფანქარი და ნათელი თვალის ჩრდილები აძლევენ.
თმებს რაც შეეხება, ხელის გულებში თმის ფიქსაციისთვის განკუთვნილი ცოტაოდენი გელი აურიეთ და გაშლილ თმებში მსუბუქად შეიზილეთ. შედეგად ისეთ ეფექტს მიიღებთ, როგორც Bottega Veneta -ს ჩვენებაზე ჰქონდათ მოდელებს.
მომღერალ ლანა დელ რეის მიერ წარმატებულად მორგებული 1960-იანების სახე ვიზაჟისტებში და თმის სტილისტებშიც საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში, ყურადღება თვალებზე არის გადატანილი: ტუშით მსუყედ გალამაზებულ ან საერთოდაც, დაწეპებულ წამწამებზე, შავ ფანქარზე ან ლაინერზე და მუქი ფერის თვალის ჩრდილებზე. თუმცა, ეს საღამოს არჩევანი უფროა. დღის მაკიაჟისთვის კი უმჯობესია ზემოთცამოთვლილი “ნაკრებიდან” ერთ-ერთი აირჩიოთ, თორემ შესაძლოა ვინმემ “ადამსის ოჯახის” გადაღებიდან შესვენებაზე გამოსულ პერსონაჟად მიგიღოთ. ტუჩებს რაც შეეხება, მათ ხელშეუხებლად ვტოვებთ - უბრალოდ დამატენიანებელი ბალზამი და მორჩა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა