წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

2013 წლის შემოდგომის საუკეთესო თვალის ჩრდილები

ბლოგი:
ოქტომბერი 31, 2013
ავტორი Anika
მოდის ტენდენციებს თუ დავუჯერებთ, ამ სეზონზე მაკიაჟში გამოკვეთილი და მკვეთრი თვალის ჩრდილებია აქტუალური. არჩევანი, როგორც ხვდებით, მრავალფეროვანია, ადვილად შეიძლება აგებნეთ გონება და საბოლოო პროდუქტის შერჩევაც გაგიძნელდეთ. ამიტომაც, დღევანდელ პოსტში მინდა ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების ყველაზე საინტერესო თვალის ჩრდილების პალიტრები გაგაცნოთ.

Clinique Chubby Stick Shadow - ეს პალიტრა, ალბათ, რომანტიულ გოგონებს მოეწონებათ. 8 პასტელური ფერის ჩრდილი იდეალურად ესადაგება ერთმანეთს, ასე რომ მათი ერთდროულად გამოყენება თავისუფლად არის შესაძლებელი. ჩრდილებს სასიამოვნო ტექსტურაც გააჩნიათ: ძალიან მსუბუქი, ჰაეროვანი, რომელიც თანაბრად ნაწილდება ქუთუთოზე და კარგად ნარჩუნდება დღის განმავლობაში.

594x570_0x59f91261_10480210751377011071

Yves Saint Laurent-ის საშემოდგომო კოლექციაში ორი განსხვავებული თვალის ჩრდილების პალიტრა არის წარმოდგენილი სახელწოდებით Pure Chromatics: City Drive Arty და City Drive Classy. პირველში ნეონისფერი მწვანე, ნაცრისფერი, შავი და ლურჯი ტონებია შესული, მეორეში კი - თბილი ყავისფერი და ნაცრისფერი ტონალობები. ეს ჩრდილები შეგიძლიათ როგორც მშრალ, ასევე სველი ფორმით გამოიყენოთ.

600x400_0x59f91261_707525101377010715

Shiseido-მ ამ სეზონზე მბზინვარე ეფექტის მქონე 3 ახალი პალიტრა წარმოადგინა, რომელთა შექმნის შთაგონებაც ფერწერული პეიზაჟები იყო. ამ ჩრდილებში ფერები იმდენად მრავალფეროვანია, რომ აუცილებლად შეძლებთ თქვენთვის სასურველი ტონების შერჩევას. თუ ბუნებრივი მაკიაჟი გიყვართ, ბეჟ და ყავისფერ ტონებს მიაქციეთ ყურადღება; თუ თქვენ უპირატესობას უფრო მკვეთრ მაკიაჟს ანიჭებთ, მაშინ მწვანე ჩრდილები სათქვენოა. ხოლო რომანტიულ გოგონებს შეგიძლიათ ვარდიფერ-ბეჟ ფერებში გადაწყვეტილი პალიტრა აირჩიოთ.

600x450_0x59f91261_17784746311377010916

Guerlain-ის Voilette de Madame Collection-ში ორფერიანი, მინიატურული ზომის თვალის პალიტრებია წამოდგენილი, რომლებშიც სხვა ფერებთან ერთად, smokey eyes შესამქნელად საჭირო შავი, ნაცრისფერი და მუქი ლურჯი ჩრდილებიცაა შესული. Nude მაკიაჟის მოყვარულებს კი არჩევანი ბეჟ, ყავისფერ და ვარდისფერ პალიტრაზე შეუძლიათ შეაჩერონ.

600x450_0x59f91261_5767043051377009734

Chanel-ის Superstition Collection უნივერსალურად შეიძლება მოვიხსენიოთ: მასში ყველაზე მრავალფუნქციური ფერები - ხაკი, ოქროსფერი, ბეჟი და ნაცრისფერი ტონალობებია შესული.

600x450_0x59f91261_2851444981377010380

Dior-ის საშემოდგომო კოლექცია Mystic Metallics ლიმიტირებული რაოდენობითაა გამოშვებული და ორ ვარიანტადაა წარმოადგენილი: მოლურჯო-მწვანე პალიტრა და მონაცრისფრო-იასამნისფერი. ამას გარდა, ახალ კოლექციაში ერთფერიანი 8 ახალი ჩრდილი შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, რომელთან გელისმაგვარი ტექსტურა აქვთ, თანაბრად ნაწილდებიან კანზე და დიდ ხანს ძლებენ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები