We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

2013 წლის ზაფხულის მაკიაჟის საუკეთესო კოლექციები

_from blog_:
_June_ 28, 2013
_by_ Anika
თბილისში მძიმედ ჩამოწოლილი სიცხე, ალბათ, უკვე ყველამ კარგად შეიგრძენით და შესაბამისად, ახალ რეჟიმზე გადაწყობაც მოასწარით: დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყლის მიღება (ჩვენი ოქროს წესი!), კვების რაციონში დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, სახლიდან გასვლამდე აუცილებლად მზისგან დამცავი საცხის გადასმა სახეზე. თუმცა, ამ აუცილებელი წესების გარდა, ბევრი ჩვენგანი კოსმეტიკურ გადახალისებასაც ახორციელებს:  ტონალურ საცხს დაფერილი (tinted moisturizer) სახის დამატენიანებელი საცხით ვანაცვლებთ, პომადას მსუბუქ ტუჩის მბზინავ საცხზე ვცვლით. ამას გარდა, ხშირად მიმდინარე სეზონის სიახლეების და ტენდენციების გავლენის ქვეშაც ვექცევით და კოსმეტიკურ ჩანთას საინტერესო სიახლეებით ვამრავლებთ.

დღევანდელ პოსტში 2013 წლის ზაფხულის 3 გამორჩეული კოლექცია მინდა შემოგთავაზოთ ცნობილი კოსმეტიკური სახლებისგან. მოდით, შანელით დავიწყოთ.

Summer2013_1_collection

Chanel-ის სახლმა ზაფხულისთვის შექმნილ კოლექციას “პეპელას ზაფხული” უწოდა. კარგად თუ დააკვირდებით კოლექციის ფერთა პალიტრას, ამ სახელწოდების ახსნასაც ადვილად იპოვით: ზურმუხტისფერი, მარჯანისფერი, ყვითელი, ხასხასა ლურჯი - ჰაეროვანი პეპლების ფრთებზე ყველაზე ხშირად გამოსახული ფერები. სრულიად მომნუსხველი ფრჩხილის ლაქების 3 ახალი ფერის გარდა, საზაფხულო კოლექციაში აღსანიშნავია ნათელი ლურჯი ფერის წყალგამძლე ტუშები ოთხ განსხვავებულ ფერში, განსაკუთრებულად მსუბუქი ფორმულით გამორჩეული ფანქარი-ჩრდილი Stylo Eyeshadow, რომელსაც გამაგრილებელი ეფექტიც აქვს (ჩვენს კლიმატს ძალიან მოუხდებოდა!) და ფორთოხლისფერი და მარჯანისფერი პომადები.

diorbirdofparadise

diiii

ფარშევანგების სილამაზე თუ თქვენში განსაკუთრებულ ესთეტურ შეგრძნებებს აღძრავს, მაშინ Dior-ის საზაფხულო კოლექცია აუცილებლად უნდა შეათვალიეროთ. ამასთან ერთად, “კოსმეტიკურ რისკზე” წასვლაც თუ შეგიძლიათ, მაშინ დანამდვილებით უნდა სცადოთ მსუყე ლურჯი ფრჩხილის ლაქი და მბზინავი ეფექტის მქონე ზურმუხტისფერი თვალის ჩრდილი. სიახლის სახით ფრანგულმა ბრენდმა გელის ტექსტურის ტუჩის მბზინავი საცხი წარმოადგინა.

ter

Guerlain-ის ახალი კოლექციის “მთავარი კოზირი” პოპულარული BB კრემი მგონია - Beauty Boost-ის სახელწოდების საცხი შიშველი კანის ეფექტს მასში შემავალი ჰიალურონის მჟავის, აბრეშუმის და სელის ექსტრაქტების ხარჯზე ქმნის. კანის დატენიანებასა და მისი ზედაპირისთვის ერთგვარონი ფერის მინიჭებასთან ერთად, ეს კრემი კანს მსუბუქი რუჯის ეფექტსაც მატებს და რაც მთავარია, ზაფხულში კანისთვის აუცილებელ მზისგან დამცავ ფაქტორსაც უზრუნველყოფს.

ამას გარდა, ვერ გამოვტოვებ გერლენის საკულტო პუდრა-ბრონზატორ Terra Ora-ს, რომელიც ამჯერად ხის შეფუთვაშია წარმოდგენილი და ბრენდის ყველაზე ცნობილი პომადების ხაზის Shine Automatique-ის ორ ულამაზეს ფერს: მოოქროსფროს და მარჯანისფერს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_