წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

2013 წლის ზაფხულის საუკეთესო მზისგან დამცავი საცხები

ბლოგი:
ივნისი 13, 2013
ავტორი Anika
სილამაზისთვის ბრძოლის საქმეში რომ კანის ნაადრევი დაბერების პრევენცია ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია ანიკას ბლოგის მკითხველებთან. ამიტომაც არის, ასე ხშირად რომ ვუბრუნდები ხოლმე ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებას კანზე და ვცდილობ, პერიოდულად გაგაცნოთ მასთან ბრძოლაში დამხმარე ახალ-ახალი პროდუქტები.

დღევანდელ პოსტში რამდენიმე ახალ მზისგან დამცავ საცხს გაგაცნობთ, რომლებიც მზის სხივების ინტენსიური დასხივების პერიოდში კანის დაზიანებისგან დაცვაში წაგვადგება.

la-roche-posay-anthelios-mineral-ultra-light-sunscreen-fluid-spf-50

LA ROCHE-POSAY ANTHELIOS MINERAL TINTED ULTRA LIGHT SUNSCREEN FLUID SPF 50 - მინერალების შემცველი ეს ფორმულა იმავდროულად შეფერადებულიცაა (tinted ფორმულას რომ უწოდებენ), რაც იმას ნიშნავს, რომ სახის კანზე არსებულ მსუბუქ დეფექტებს და სიჭრელეებს ნიღბავს. თუმცა მისი მთავარი თვისება მზისგან დაცვის მაღალი ფაქტორია, რომელსაც ეს პროდუქტი იდეალურად ახერხებს ძალიან თხელი და მსუბუქი ტექსტურის ხარჯზეც, რაც ზოგადად, მზისგან დამცავი საშუალებებისთვის იშვიათად არის დამახასიათებელი.

aveeno-protect-hydrate-lotion-spf-70

AVEENO PROTECT + HYDRATE LOTION SPF 70 - არ გეჩვენებათ, ამ საცხის მზისგან დაცვის ფაქტორი ნამდვილად 70-ს უდრის, რაც თქვენი კანისთვის კიდევ უფრო სასარგებლო სიახლეა. თუმცა ბოტანიკური სურნელის მქონე ამ საცხის უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ დაცვის გარდა, ის კანს დამატებით ატენიანებს კიდეც, რაც ზღვის ან აუზის ქლორიანი წყლის შემდეგ კანისთვის აუცილებელია. მისი შეძენა ამაზონზე სულ რაღაც 10 დოლარად არის შესაძლებელი.

skinceuticals-sport-uv-defense-spf-50

SKINCEUTICALS SPORT UV DEFENSE SPF 50 - თავიდანვე გეტყვით ამ საცხის საუკეთესო მხარეებს: არ შეიცავს პარაბენს (!) და წყლის-ოფლის გამძლე ფორმულაა (იდეალურია სპორტული აქტივობების მოყვარულებისთვის). ამას გარდა, ის ზღვის პლანქტონის საფუძველზეა დამზადებული, რისი წყალობითაც კანის უჯრედების გამოცოცხლებას და გააქტიურებას უწყობს ხელს. მისი ღირებულება საშუალოდ 25 დოლარია.

loreal-sublime-sun-sheer-protect-sunscreen-oil-spf-50

და ბოლოს, L'ORÉAL SUBLIME SUN SHEER PROTECT SUNSCREEN OIL SPF 50+, რომელსაც, როგორც ხედავთ, ზეთოვანი სტრუქტურა გააჩნია, რის გამოც ძალიან მარტივი წასასმელია, მაგრამ კანს გარკვეულ ბზინვარებასაც ანიჭებს, რაც ზოგიერთს არ სიამოვნებს. იმავდროულად დამატენიანებელი ეს პროდუქტი ბუნებრივ, ანტიოქსიდანტ ზეთებს შეიცავს - მათ შორის, არგანის ზეთს, რომელიც ძალიან სწრაფად იწოვება კანზე და მდიდარია ომეგა 3 ცხიმებით.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა







მსგავსი ბლოგები