We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

2014 წლის საუკეთესო კოსმეტიკური პროდუქტები

_from blog_:
_August_ 08, 2014
_by_ Anika
ანიკას ბლოგზე პერიოდულად მომივიხილავთ სეზონის ან წლის საუკეთესო პროდუქტებს დეკორატიული კოსმეტიკის კატეგორიაში. დღევანდელ პოსტში მინდა ცნობილი ჟურნალ Health-ის მიერ გამოვლენილი 2014 წლის საუკეთესო პროდუქტების სია გაგაცნოთ, რომელთა შორის შესაძლოა საინტერესო და სასარგებლო აღმოჩენებიც გააკეთოთ.

Chanel Perfection Lumière Velvet SPF 15- ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ შანელის ეს ტონალური საცხი იდეალურად ნაწილდება სახის კანზე ისე, რომ არც სიმძიმის შეგრძნებას ტოვებს და კანზეც გლუვ ზედაპირს იძლევა. თანაც, ის მზის მავნე ზემოქმედებისგანაც დაგიცავთ მასში შემავალი SPF 15-ის წყალობით.

Lancôme Visionnaire 1-Minute Blur თქვენი სახის კანის სრულყოფისთვის არის შექმნილი. ის მყისიერად გააუმჯობესებს კანის ფერს, ერთგვროვანს გახდის მას და დამატებითი გარჯა აღარ დაგჭირდებათ პრობლემური ზონების შესანიღბად. თუმცა, ერთი რამ გაითვალისწინეთ: ეს პროდუქტი სილიკონს შეიცავს და ამდენად, მისი ყოველდღიური და ხშირი მოხმარება დიდად სახარბიელო ნამდვილად არ არის.

Nars-Lipgloss[1]

Nars lip gloss - ცნობილი ამერიკული კოსმეტიკური ბრენდის ტუჩის მბზინავები საუკეთესოდ იქნა მიჩნეული მბზინავების კატეგორიაში: ეს საცხები ტუჩებს ზომიერ მბზინვარებას ანიჭებენ, ზედმეტი სიპრიალისა და ზებოვანი ეფექტის გარეშე.

ხელმისავდომი და იმავდროულად ხარისხიანი ტუჩის საცხების კატეგორიაში Revlon ColorBurst crayonsაღმოჩნდა ფავორიტი. ვიზაჟისტების თქმით, ეს ფერად-ფერადი ფანქრის ფორმის საცხები საუკეთესო არჩევანია მისი ხარისხის და ფასის გათვალისწინებით.

1406360575_beautiful-color-precision-glide-eye-liner[1]

Elizabeth Arden Beautiful Color Precision Glide eyeliner- აილეინერების მომხმარებელების მიმოხილვებს თუ გადაავლებთ თვალს, მიხვდებით, რომ ელიზაბეტ არდენის ამ პროდუქტს თაყვანისმცემლების დიდი არმია ყავს. მიზეზი გასაგებიცაა: ლაინერი იდეალური მოსახმარია როგორც გრაფიკული, ისე „სმოუქი“ ეფექტის

თვალის მაკიაჟის შესაქმნელად და საოცრად მარტივი მოსახმარია. თვალის უპეების სიშავეების შესანიღბ საშუალებებში საუკეთესო StriVectin Clinical Corrector anti-aging eye illuminator აღმოჩნდა. პროდუქტი, რომელიც საშუალოდ $29 ღირს, ოსტატურად გააქრობს დაღლილობის და უძილობის უსიამოვნო ნარჩენებს და მომენტალურად გამოაცოცხლებს დაღლილ გამოხედვას.

„რუჟის“ (ე.წ. "რუმიანა") კატეგორიაში უპირატესობა Make Up For Ever HD blush ერგო, რომელიც კარგად ნაწილდება კანზე და იმ რაოდენოს პიგმენტებს შეიცავს, რაც ბუნებრივად ოდნავ წამოწითლებული ლოყების ეფექტისთვისაა საჭირო.

საუკეთესო CC საცხებში Bobbi Brown CC cream SPF 35 გამოარჩიეს, ხოლო მაკიაჟის პრაიმერებში (ტონალური საცხის ქვეშ, მაკიაჟის ბაზად რომ იხმარება) კონკურენტები Clinique Superprimer face primer-მა დაჩრდილა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_