ბლოგი:
სექტემბერი 26, 2014
ავტორი Anika
ყველაზე მეტად ტონალურის შერჩევა მიჭირს, აი ისეთის ჩემს კანზე იდეალურად მორგებული რომ იყოს, შეუმჩნევლად ნაწილდებოდეს, თან ძალიან სქელიც არ იყოს და ფორებს სუნთქვის შესაძლებლობას აძლევდეს. ამ ყველაფერთან ერთად კარგი ტონალური მზის მავნე სხივებისგანაც უნდა მიცავდეს - SPF მინიმუმ 20 უნდა გააჩნდეს და კანს შეძლებისდაგვარად უნდა ატენიანებდეს კიდეც. მოკლედ, წაყენებული მოთხოვნები საკმაოდ ვრცელი და ყოვლისმომცველია (თუ რამე გამომრჩა, გთხოვთ, დაამატოთ!), რაც იდეალური პროდუქტის ძიების პროცესს უფრო რთულს ხდის. მაგრამ წამყვანი კოსმეტიკური ბრენდების გაცხოველებული კონკურენციის წყალობით (მადლობა მათ!), ამ კრიტერიუმების გათვალისწინებითაც კი საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. მოდით, საშემოდგომოდ საუკეთესო და ყველაზე გამოსადეგ ტონალურ საცხებს გადავხედოთ.
Clarins-ის True Radiance-ით დავიწყოთ, რომელიც იმისდა მიუხედავად, რომ საკმაოდ ეფექტურად ფარავს სახის კანზე არსებულ არასრულყოფილ მონაკვეთებს, არ არის სქელი და მძიმე, გააჩნია მსუბუქი ტექსტურა, კარგად ატენიანებს კანს და ძალიან მომხიბვლელ მბზინვარებას ანიჭებს კანს - ზომიერს, ბუნებრივია. ერთადერთი ნაკლი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, შედარებით დაბალი SPF-ია - მხოლოდ 15. თუმცა, თუ თქვენს დღის დამცავ საცხს საკმარისად მაღალი SPF აქვს, მაშინ ეს პრობლემა მოგვარებულია.
ესტე ლაუდერის Double Wear Brush-On Glow BB Highlighter იდეალურია ისეთი შემთხვევებისთვის, როცა დრო ცოტა გაქვთ და თან გსურთ „პროგრამა მინიმუმი“ შეასრულოთ და მოწესრიგებულად და მოხდენილად გამოიყურებოდეთ. ვასრულებთ რამდენიმე მარტივ მოძრაობას: ვისვამთ ჰაილაითერს მცირე რაოდენობით თვალების ქვეშ, ყვრიმალებზე, წარბების ქვეშ, ცხვირის ამოწეულ ნაწილზე და ზედა ტუჩის ზემოთ და სპეციალური ტონალურის ფუნჯით კარგად გადავინაწილებთ. შედეგია ასეთია: საცხი ძალიან კარგად ნაწილდება და ჯდება კანზე, კანს ბუნებრივ მბზინვარებას ანიჭებს და ვიზუალურად სწრაფად აცოცხელებს კანს.
Guerlain-ის კომპაქტური პუდრა Lingerie de Peau - ეს კომპაქტური პუდრა სრულიად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც იდეალურ შემთხვევაში ასეთ პროდუქტს წაეყენება. პირადად მე ყოველთვის ტონალური საცხის მომხმარებელი ვიყავი და პუდრასთან ნაკლებად ვმეგობრობდი იმის გამო, რომ ვერ ვეგუები სახეზე ნიღბის ეფექტს, რასაც ხშირ შემთხვევაში, პუდრა იძლევა. როგორც ამბობენ, გერლენის ეს პროდუქტი ასეთ „ნიღბის ეფექტს“ არასდროს შეგიქმნით კანზე, სასიამოვნო სურნელი გააჩნია, ძალიან ნაზად ნაწილდება და არ ჭიმავს კანს.
Givenchy-ის ტონალური სითხე და კომპაქტური პუდრა Teint Couture - ჟივანში ამ შემთხვევაში, ორ განსხვავებულ პროდუქტს გვთავაზობს: თხევადი და თხელი ტექსტურის მქონე ტონალური საცხი მშრალი კანისთვისაა იდეალური, ვინაიდან დამატენიანებელ კომპონენტებს შეიცავს. კომპაქტურ პუდრას რაც შეეხება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისეთ ლამაზ ტყავის შეფუთვაშია მოთავსებული, რომ გულგრილი ნამდვილად ვერ აუვლით. ამასთან, ეს პუდრა საბაზისო ტონთან ერთად ვარდისფერ ჩრდილსაც შეიცავს, რაც სახეს ბუნებრივ მბზინვარებას ანიჭებს.
გამოსცადეთ ახალი პროდუქტები და თქვენი შთაბეჭდილებები ბლოგზე გაგვიზიარეთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა