ბლოგი:
თებერვალი 22, 2016
ავტორი Anika
გაეროს რეკომენდაციით, 2016 წელი გამომშრალი მარცვლეულის წლად არის გამოცხადებული (Pulses) - დავაკონკრეტებ, რომ Pulses ინგლისურ ენაში ახალი ტერმინია და პარკოსანი მცენარეების გამომშრალ, საკვებად ვარგის მარცვლეულს გულისხმობს (ოსპი, თურქული ბარდა, ლობიო).
რატომ უნდა მივირთვათ გამომშრალი მარცვლეული? იმიტომ, რომ ასეთი მარცვლეული დიდი რაოდენობით უჯრედისს, ცილას, რკინას და ფოლიუმის მჟავას შეიცავს, ეს ყველა ჩამოთვლილი კი მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვების რაციონისთვის. ნახევარი ჭიქა გამომშრალი მარცვლეული 9 გრამამდე ცილას შეიცავს, ამიტომაც, ცილების ფანტასტიური წყაროა და იდეალური ვეგეტარიანული ან/და ვეგანური კვების დროს. გამომშრალი მარცვლეული დაბალცხიმიანია, არ შეიცავს ქოლესტერინს და მდიდარია უჯრედისით - უჯრედისი ცუდი ქოლესტერინის პრევენციაში და გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში გვეხმარება.
დამეთანმხებით, რომ არც თუ ისე მარტივია სასარგებლო ნივთიერებების რეკომენდებული დოზების ყოველდღიური კონტროლი - უჯრედისის შემთხვევაში ყოველდღიურად 25 გრამი უჯრედისის მიღებაა საჭირო. ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამომშრალი მარცვლეული იდეალურია: ნახევარი ჭიქა თურქული ბარდა (Chickpeas - ბარდის ნაირსახეობა, რომლისგანაც ბევრისთვის საყვარელი ჰუმუსი მზადდება) 6 გრამ უჯრედისს შეიცავს, რაც დღიური ნორმის 25 პროცენტია. გამომშრალი მარცვლეული ამას გარდა, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიის არსებობას და აძლიერებს იმუნიტეტს.
გამომშრალი მარცვლეული ასევე სასარგებლოა:
- ცელიაკიის დაავადების შემთხვევაში (გლუტენის აუტანლობა): ეს მარცვლეული არ შეიცავს გლუტენს, ხოლო მასში შემავალ სახამებელს კი ფქვილის დასამზადებლად და საკონდიტრო მიზნებისთვის იყენებენ;
- დიაბეტის შემთხვევაში: უჯრედისის მაღალი შემცველობა და დაბალი გლიკემიური ინდექსი სისხლში შაქრის გაკონტროლებაში ეხმარება;
- ჭარბი წონის შემთხვევაში: ცილა და უჯრედისი ადვილად და დიდი ხნით ანაყრებს, შესაბამისად მცირდება ტკბილეულით წასუსნავების რისკი;
- ორსულობისას: ექიმების თქმით, ფოლიუმის მჟავის და რკინის მაღალი შემცველობა ნაყოფის დეფექტების და ანემიის განვითარების რისკს ამცირებს.

ასე, რომ თქვენც გირჩევთ, გამომშრალი მარცვლეული შეძლებისდაგვარად შეიტანოთ თქვენი ოჯახის საკვებ რაციონში: ბავშვების შემთხვევაშიც სრულიად უვნებელი და მეტად სასარგებლო პროდუქტია.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა