წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის მთავარი ტენდენციები

ბლოგი:
აპრილი 16, 2016
ავტორი Anika
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩემთვის მოდურია ის, რაც ყველაზე მეტად მიხდება, რაშიც თავს კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობ და აქედან გამომდინარე, კარგადაც გამოვიყურები. თუმცა, სეზონური ტენდენციებიც არასდროს მრჩება ყურადღების მიღმა, ვინაიდან მათი მეშვეობით საინტერესო სიახლეების შესახებ ვიგებ და რამე ახლის გამოცდის შესაძლებლობა მეძლევა. ამიტომაც, ანიკას ბლოგის მკითხველებსაც პერიოდულად ვუყვები ხოლმე ასეთ ტენდენციებზე - რა იცი, იქნებ, თვენც რამე ჯერ კიდევ გამოუცდელს და ინოვაციურს წააწყდეთ. მოკლედ, დღეს გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციებზე ვსაუბრობთ.

400x600_1_219fcf34abfedfd60638b6060eae66aa@1159x1739_0xc0a839a2_5239164691459504898

ვარდისფერი ტუჩსაცხი - ვარდისფერი ამ სეზონზე, მაკიაჟის გარდა, გარდერობშიც დომინანტი ფერია. აქ მთავარი ზომიერების დაცვაა: თუ თქვენ ერთდროულად ვარდსიფერი სამოსის, ტუჩსაცხის და მანიკურის კომბინაციას გარისკავთ, ასეთ შემთვევაში, ბარბისთან მსგავსებისთვის მზად უნდა იყოთ. იდეალური ვარიანტი იქნებოდა, ვარდისფერი პომადისა და ერთ-ერთი სამოსის ან ვარდისფერი მანიკურისა და სამოსის კომბინაცია და არა სამივე ერთად. კონკრეტულად ვარდისფერ ტუჩსაცხს რაც შეეხება, პოდიუმზე ყველაზე ხშირად ნეიტრალური, ე.წ. nude ტიპის მაკიაჟს და მკაფიოდ და სქლად გამოყოფილ ვარდისფერ ტუჩს შეხვდებოდით. ვარდისფერი ტუჩსაცხის შერჩევისას ვიზაჟისტების შემდეგი რჩევები უნდა გავითვალისწინოთ: რაც უფრო ცივია ვარდისფერი, მით უფრო მოყვითალო ფერი დაედება კბილებს; იდეალური ტონალობის შესარჩევად სხვადასხვა ვარდისფერი საცხი თითების ბალიშებზე წაისვით, მიიტანეთ სახესთან ახლოს და ჩაიხედეთ სარკეში - ასე ადვილად შეძლებთ თქვენთვის შესაფერისი ტუჩსაცხის გამორჩევას.

400x600_1_a4a55b8e4c21d76a2914d03dd74470ab@1159x1739_0xc0a839a2_120673371460456757

ქრომინგი - ეს ბუნებრივი მაკიაჟის მოყვარულებისთვისაა. როგორც გამოვარკვიე, ქრომინგს სახეზე გამჭვირვალე, მბზინავი ტუცსაცხის წასმას უწოდებენ - არ მოგესმათ, ე.წ. პომადაზე ვსაუბრობთ. ეს უცნაური და საკმაოდ შთამბეჭდავი ტექნიკა M.A.C -ის ერთ-ერთ წამყვან ვიზაჟისტ მოუფიქრებია: ვიღებთ ღია მოოქროსფრო ან ნახევრადგამჭვირვალე თეთრ პომადა-ბალზამს და თითების ბალიშებით ვინაწილებთ სახეზე. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, ვიყენებთ ტონალურ კრემს და მისი მეშვეობით გამოვყოფთ ყვრიმალების, ცხვირის ძგიდის, წარბების ქვედა ხაზსა და ტუჩის ზედა მონაკვეთს.

400x600_1_fdeef1b50dc3cb6a0d35652e0ea81f8f@1159x1739_0xc0a839a2_9716058601460457568

ლურჯი ფერი - დომინანტი ფერი იყო თვალის ჩრდილების, ტუშის, ფანქრისა და ლაინერის სახით. ზოგიერთი ვიზაჟისტის აზრით, ლურჯი ფერის თვალის ჩრდილი საკმაოდ პრეტენზიულია მწვანე თვალების შემთხვევაში. თუმცა, ვიზაჟისტების მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ თუ თქვენ თვალის გარეთა კუთხეს ან წამწამების გაყოლებაზე შავ ფანქარს მოხერხებულად წაისვამთ, ასეთ შემთხვევაში კომბინაცია საკმაოდ შთამბეჭდავიც შეიძლება იყოს. ლურჯი-ცისფერი თვალების შემთხვევაში კი სჯობს, მაკიაჟი თვალის ფერთან შედარებით უფრო ღია და უფრო მუქი იყოს და არ იმეორებდეს თვალის ფერს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები