წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

3 სასმელი წონაში კლების მსურველებისთვის

ბლოგი:
ივნისი 09, 2017
ავტორი Anika
ისინი, ვინც წონას მუდმივად აკონტროლებენ და ერთხელ მაინც გამოუვლიათ ზედმეტი კილოგრამების დამარცხების მტკივნეული პერიოდი, სავარაუდოდ, კარგად უნდა იცნობდნენ ლიმონიანი წყლის რიტუალს: დილით, უზმოდ ლიმონიან წყალს რომ ვსვამთ საუზმემდე საშუალოდ ნახევარი საათით ადრე. ლეგენდის თანახმად, თუ ამ რიტუალს ჩვევად ვაქცევთ, ასე ზედმეტი ცხიმების დაწვას შევუწყობთ ხელს. თუმცა, არაერთი დიეტოლოგი ეწინააღმდეგება იმ მოსაზებას, რომ ერთ რომელიმე კონკრეტულ სასმელს ცალსახად წონაში კლების მაგიური ეფექტი გააჩნია. ოდესმე კუჭის წყლულის ან გასტრიტის პრობლემა თუ გქონიათ ჩემ მსგავსად, მაშინ ლიმონიანი წყალი ნამდვილად არ არის თქვენთვის გამოსადეგი არჩევანი. გირჩევთ, თქვენც იმ კვების ექიმებს დაუჯეროთ, რომლებიც შემდეგი 3 სასმელის მეშვეობით ჭარბი წონისგან გათავისუფლებას უჭერენ მხარს:

1. ყავა - გარდა იმისა, რომ ყავა ერთ-ერთი საუკეთესო ენერგეტიკული სასმელია, მას თავის მხრივ, მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია წონაში კლების პროცესზე, ასე ამტკიცებენ ექიმები. ვარჯიშამდე 2 ფინჯანი ყავის მირთმევა საგრძნობლად ზრდის ჩვენს ამტანობას და ვარჯიშზე დახარჯულ დროსაც გაცილებით ეფექტიანს ხდის. ეს კი თავის მხრივ, მეტი კალორიების დაწვის შესაძლებლობს გვაძლევს. გაითვალისწინეთ, რომ თუ ამ მიზნისთვის გსურთ ყავის "გამოყენება", არჩევანი შავ ყავაზე შეაჩეროთ და არა შაქრით და ნახშირწყლებით მდიდარ მოკაზე, ლატეზე ან კაპუჩინოზე.

tea-time

2. წყალი - ზოგადად, დღის განმავლობაში 1.5-2 ლიტრი წყალი ნებისმიერი ჩვენგანის სავალდებული მინიმუმია, რასაც ცნობილი ფრანგი დიეტოლოგი დიუანიც იმეორებს და საკუთარი დიეტის მიმდევრებს, დღის განმავლობაში მინიმუმ 1.5 წყლის მიღებას სთხოვს, საიმისოდ, რომ ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები გამოიდევნოს. თუმცა, თუ დღის განმავლობაში მოხმარებული წყლიდან საშუალო 3 ჭიქას ყინულიანი წყლის სახით მივიღებთ, ასე, ორგანიზმს ერთ დღეზე დაახლოებით 100 კკალ-ით მეტის დაწვას ვაიძულებთ - ეს ორგანიზმის მიერ სხეულის ნორმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად ზედმეტად მოხმარებული ენერგიის ხარჯზე ხდება

3. მწვანე ჩაი - ერთ-ერთი კვლევის თანახმად, იმ ადამიანებმა, რომლებიც დღის განმავლობაში 4 ფინჯან მწვანე ჩაის მოიხმარდნენ, ორი თვის მანძილზე 3 კილოგრამით მეტის დაკლება შეძლეს მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ იღებდა მწვანე ჩაის. ეს კი განა მწვანე ჩაის 0 კალორიის დამსახურებაა, არამედ მისი უნიკალური შემადგენლობის - ანტიოქსიდანტ კატექინების.

მსგავსი ბლოგები