We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

3 სმუზი ლამაზი და ჯანსაღი სახის კანისთვის

_from blog_:
_June_ 22, 2018
_by_ Anika
ბევრი თქვენგანი დამეთანხმება ალბათ, რომ მოოქროსფრო ელფერი კანს ძალიან უხდება, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე. მოოქროსფროში ჯანსაღ ბზინვარებას ვგულისხმობ, ზომიერად, ლამაზად მბზინავ კანს, რაც უპირველეს ყოვლისა, ჯანსაღი ცხოვრების წესით მიიღწევა. ამ კონკრეტული მიზნისთვის - ოქროსფრად მბზინავი ლამაზი კანისთვის - ხარისხიანი ბრონზერი არაჩვეულებრივი გადაწყვეტაა, თუმცა ეს ეფექტი დეკორატიული კოსმეტიკის გარეშეც შეგვიძლია მივიღოთ, თანაც ისე, რომ პარალელურად ჩვენმა ორგანიზმმაც სარგებელი მიიღოს ამ ყველაფრისგან.

როგორ?

კარტენოიდებით მდიდარი ხილის და ბოსტნეულის დახმარებით, როგორიცაა მაგალითად, ისპანახი და სტაფილო. მარტივად ვიღებთ საჭირო ინგრედიენტებს და ბლენდერის მეშვეობით ვამზადებს სმუზებს.

anti-aging-smoothie-1506429211

სმუზი N1.

ერთი ულუფის მოსამზადებლად დაგვჭირდება 30 გრამი ისპანახის ფოთოლი, ½ კიტრი სქლად დაჭრილი, ½ ავოკადო გათლილი და დაჭრილი, ½ ჭიქა კეფირი ან დაბალცხიმიანი მაწონი, ½ ჭიქა ფორთოხლის წვენი, 5 გრამი პიტნის ფოთოლი. ყველაფერს ერთად დავაბლენდერებთ და სმუზიც მზადაა. ასეთ სასმელში დაახლოებით 200 კკალ, 9 გრ. ცხიმი, 6 გრ. უჯრედისი და 5 გრ. ცილებია.

სმუზი N2.

2 ულუფის მოსამზადებლად დაგვჭირდება ½ ფორთოხლის წვენი, ½ ჭიქა დაბალცხიმიანი მაწონი, 130 გრ.გაყინული ან ცოცხალი კენკრა, 30 გრ. ისპანახის ფოთოლი, ½ ბანანი და 60-70 გრამი სტაფილო. ჯერ ფორთოხლის წვენს და მაწონს ვასხამთ, შემდეგ ვამატებთ დანარჩენ ინგრედიენტებს, კარგად დავაბლენდერებთ და სმუზი მზადაა. ერთ ულუფა ასეთ სასმელში დაახელობით 160 კკალ, 1 გრ. ცხიმი, 4 გრ. უჯრედისი და 5 გრ. ცილაა.

სმუზი N3.

2 ულუფის მოსამზადებლად დაგვჭირდება 6 ცალი გარგარი (კურკისგან გასუფთავებული), ერთ ჭიქა უცხიმო რძე, 2/3 ჭიქა დაბალცხიმიანი მაწონი და თუ სამზარეულოში მოგვეპოვება, 2-3 წვეთი ნუშის ესენცია. ყველაფერს ერთად ვაბლენდერებთ და მზადაა. ერთ ულუფა ასეთ სმუზში დაახლოებით 155 კკლ, 0.5 გრ. ცხიმი, 3 გრ.

_OTHER BLOGPOSTS_