We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

3 ვარჯიში, რომელიც ყველაზე ნაკლებ ეფექტიანია წონაში კლებისთვის

_from blog_:
_June_ 18, 2017
_by_ Anika
მოდით შევთანხმდეთ, რომ ვარჯიში წონაში კლებისთვის არ არის მხოლოდ: ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია ტვინისთვის, განწყობისთვის, ძილისთვის და ზოგადად, ჯანმრთელობისთვის. ამ ყველაფერთან ერთად, ვარჯიში ნივთიერებათა ცვლასაც აჩქარებს ორგანიზმში, რის ხარჯზე ცხიმების წვა უფრო ეფექტიანად მიმდინარეობს და წონაშიც უფრო ადვილად ვიკლებთ. თუმცა, როცა კონკრეტული მომენტისთვის მიზანი ზედმეტი კილოგრამების დაკლებაა, ასეთ შემთხვევაში არსებობს ვარჯიშების კატეგორია, რომლებიც მეტად და ნაკლებად ეფექტიანია: დღევანდელ პოსტში სწორედ იმ ვარჯიშის სახეობებს გაგაცნობთ, რომლებიც ფიტნეს ექსპერტების აზრით წონაში კლების შემთხვევაში ყველაზე მინიმალურად დაგეხმარებათ, ამიტომაც ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო არჩევანი არ არის.

1. ქროსფიტი - ვარჯიშის ეს სახეობა არ არის რეკომენდებული რისკებისა და შედეგების თანაფარდობის გამო. თუ თქვენ წონაში კლების საწყის ეტაპზე ხართ და წინ დიდი გზა გაქვთ გასავლელი, ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამ დატვირთვისთვის საჭირო ენერგია არ გექნებათ და შესაძლოა დაზიანებაც მიიღოთ.

2. იოგა - იოგას ზოგად სარგებელში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა როცა საქმე წონის კლებას ეხება, იოგა ტოპ ხუთეულში ნამდვილად არ შედის. მართალია, იოგას დროს ვძლიერდებით, სხეული ფორმაში მოდის, მაგრამ თუ რეალურად ზედმეტი კილოგრამების დაკლება გვინდა, ასეთ დროს სხეულის მაქსიმალური გავარჯიშებს გვესაჭიროება საიმისოდ, რომ მეტაბოლიზმი შეძლებისდაგვარად სტიმულირებული იყოს.

3. მხოლოდ კარდიო ვარჯიშები - კარდიო (აერობული) ვარჯიშები რეალურად კალორიების წვაში დაგვეხმარება, მაგრამ საკმაოდ გაგვიძლიერებს შიმშილის შეგრძნებასაც, რის შედეგად ვარჯიშის შემდეგ კალორიული საკვების მიღების რისკი მაღალია. ამას გარდა, თუ თქვენ მხოლოდ აერობულ ვარჯიშებს ასრულებთ და მასთან ძალოვანი სავარჯიშოების კომბინაციას არ იყენებთ, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა კუნთის მასამ დანაკლისი განიცადოს, რაც არ არის სასურველი - ეს მეტაბოლიზმს შეანელებს.

_OTHER BLOGPOSTS_