We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

4 იდეალური საუზმე წონაში კლებისთვის

_from blog_:
_June_ 23, 2018
_by_ Anika
საუზმე რომ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა, ამაზე დიდი ხანია შევთანხმდით. საუზმე არასდროს უნდა გამოვტოვოთ და ის, თუ რას მივირთმევთ საუზმეზე, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს დღეს: როგორ ვიგრძნობთ თავს, გვექნება თუ არა საკმარისი ენერგია, მოგვშივდება თუ არა საღამოს საათებში, რამდენად გაგვექცევა ხელი ტკბილეულისკენ. ამ ყველაფერთან ერთად, შეგვიძლია მეტი სარგებელი მივიღოთ საუზმისგან და ის წონაში კლებისთვის გამოვიყენოთ, თუ სათანადოდ შევარჩევთ საუზმის რაციონს.

იდეალურ ვარიანტში საუზმე უნდა შედგებოდეს 300-400 კილოკალორიისგან, 10-15 გრ. ცხიმისგან, 30-55 გრ. ნახშირწყლებისგან, სულ მცირე 6 გრ. უჯრედისისგან, არაუმეტეს 36 გრ. შაქრისგან და 13-20 გრ. ცილისგან.

რა ვარიანტები გვაქვს საუზმისთვის?

1. შვრიის საუზმე - 1/4 ჭიქა შვრია, 3 სუფრის კოვზი დაფქული შვრია ან 10 წვრილად დაჭრილი ნუში, 1 სუფრის კოვზი თაფლი ან ნეკრეჩხლის სიროფი და 1/4 ბანანი. საუზმის ამ ვარიანტში 366 კკალ, 14 გრ.ცხიმი, 51 გრ.ნახშირწყლები, 7 გრ.უჯრედისი, 18 გრ.შაქარი და 11 გრ.ცილაა.

2. კვერცხი და ტოსტი - 2 ათქვეფილი კვერცხი, 80-90გრ. გარეცხილი ისპანახის ფოთლები, 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ხახვი, 1/2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ნაჭერი ცეხვილი პურის ტოსტი, 1/2 ჭიქა ჟოლო ან მოცვი. ესეთი საუზმე 362 კკალ-ს, 19 გრ. ცხიმს, 33 გრ. ნახშირწყლებს, 6 გრ. უჯრედისს, 10გრ. შაქარს და 20 გრ. ცილას შეიცავს.

recipe-image-legacy-id-870456_11

3. ბანანის ტოსტი - ერთი ნაჭერი ცეხვილი პური, 2 სუფრის კოვზი მიწისთხილის კარაქი, 1 ბანანი და მწიკვი დარიჩინი. საკმაოდ არომატული და გემრიელი საუზმე გამოდის, უამრავ სასარგებლო ნივთიერებასთან ერთად. ამ გემრიელ საუზმეში 395 კკალ, 16 გრ. ცხიმი, 52 გრ. ნახშირწყლები, 9 გრ. უჯრედისი, 13 გრ. ცილა შედის.

4. პროტეინის სმუზი - ერთი საზომი კოვზი პროტეინის ფხვნილი, 80-90 გრამი ისპანახის ფოთოლი, 1/2 ბანანი, 1/2 ჭიქა მანგო, ერთი სუფრის კოვზი დაფქული სელის თესლი, 2 ჭიქა ნუშის რძე. ასე მომზადებული სმუზი 330 კკალ-ს, 10გრ. ცხიმს, 35 გრ. ნახშირწყლებს, 7 გრ. უჯრედისს და 37 გრ.

_OTHER BLOGPOSTS_