წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

4 მცენარე, რომელიც ღრმა ძილში გვეხმარება

ბლოგი:
ივნისი 25, 2018
ავტორი Anika
ინსომნიას ხანგრძლივი ვადით არასდროს შევუწუხებივარ, საბედნიეროდ, მაგრამ ადამიანურად გამოძინების პრობლემა ზოგადად, ხშირად მაწუხებს ხოლმე. 21-ე საუკუნეში ჩაძინების, გამოძინების თუ ღრმა ძილის პრობლემას მილიონობით ადამიანი უჩივის და მის მოსაგვარებლად, ათასგვარ მედიკამენტებს და სამკურნალო საშუალებებს მიმართავენ. როცა ინსომნია რთულად მიმდინარეობს, ასეთ დროს ექიმები სათანადო მედიკამენტებით ჩარევას უწევენ რეკომენდაციას, მარტივი შეთხვევებისთვის კი არსებობს ბუნებრივი საშუალებები - მცენარეები, რომლებიც თავიანთი უნიკალური თვისებებით მცირე პრობლემების მოგვარებაში გვეხმარებიან.

ლავანდა ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მცენარეა, რომელიც სწრაფად ჩაძინებას, ღრმა ძილს და ენერგიულად გამოღვიძებას უწყობს ხელს. კვლევების თანახმად, ლავანდას სურნელი ზოგადად ძილის ხარისხს საშუალოდ 20%-ით აუმჯობესებს სხვადასხვა ასაკის ადამიანებში, თუმცა როგორც კვლევების შედეგებით ამტკიცებენ, მას გამორჩეულად ძლიერი ეფექტი ქალების და შედარებით ახალგაზრდა ასაკის მომხმარებლებში აქვს.

Essential-Oils-for-a-Good-Nights-Sleep-and-3-to-Avoid_503108821-760x506

კატაბალახას (იგივე „ვალერიანის“) ძირები - ამ მცენარის ძირები საუკუნეებია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში აღგზნებადობის და უძილობის სამკურნალოდ: მას ჯერ კიდევ ძველ რომში იყენებდნენ ექიმები უძილობით შეწუხებული პაციენტების სამკურნალოდ.

გვირილა - გვირილას ყველაზე აქტიურად გვირილის ჩაის სახით ვიყენებთ: ერთი ფინჯანი ასეთი ჩაი საღამოს საათებში რელაქსაციაში და შესაბამისად, ადვილად ჩაძინებაში გვეხმარება. თუმცა, დასავლეთში ძალიან პოპულარულია გვირილის ზეთის გამოყენებაც, რომელსაც ასევე ჩაის მოსამზადებლად იყენებენ და მას ჩაძინებამდე 45-60 წუთით ადრე მიირთმევენ.

ვარდის ზეთი - ეს ზეთი არამხოლოდ რელაქსაციაში და მოდუნებაში, არამედ აღგზნებადობის, სტრესის და დეპრესიის მდგომარეობის შემსუბუქებაში გვეხმარება.

მსგავსი ბლოგები