წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

4 ყველაზე პოპულარული ვიდეო youtube-ზე, რომელიც ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ

ბლოგი:
მარტი 21, 2018
ავტორი Anika
ეფექტიან ვიდეოვარჯიშებზე ანიკას ბლოგში პერიოდულად ვსაუბრობთ ხოლმე: იცით ჩემი განსაკუთრებული სიყვარული სახლში ვარჯიშის მიმართ და შესაბამისად, ინტერესი სხვადასხვა ტიპის ვიდეო ვარჯიშების მიმართ. წლების განმავლობაში გამოცდილი სხვადასხვა ვარიანტებიდან დღეისთვის ერთი უპირობო ფავორიტი მყავს: ამერიკელი ინსტრუქტორი ჯილიან მაიკლსი, რომელის მრავალფეროვანი, მინიმალურ დროზე და მაქსიმალურ ეფექტზე გათვლილი ვარჯიშები მილიონობით ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია.

დღევანდელ პოსტში ჯილიანზე არ გესაუბრებით: დღეს youtube-ში გავრცელებულ 5 ყველაზე პოპულარული ვიდეოს ლინკს გაგიზიარებთ, რომლებიც სხვადასხვა ტიპის საჭიროებებისთვის გამოგადგებათ.

1. პირველ ვიდეოში პოპულარულ და მომხიბვლელ ინსტრუქტორ ჯო ვიკსთან ერთად 30 წუთის განმავლობაში მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის შესაძლებლობა გაქვთ. ვარჯიშის მაღალი ინტენსივობის მიუხედავად, ის იდეალურია დამწყებებისთვის, ვინაიდან 30 წამის განმავლობაში ვარჯიშობთ, ხოლო 30 წამი ისვენებთ. ჯოსთან ერთად ვარჯიში მარტივია, საერთოდ არ გაგიჭირდებათ მის რიტმზე აყოლა: https://www.youtube.com/watch?v=5nZ2iBGvFhE&feature=youtu.be

2.  მეორე ვიდეო მუცლის ზონის 10 წუთიან სუპერეფექტიან ვარჯიშებს ეთმობა. ზოგადად, მუცლის პრესის ეფექტიანი ვარჯიშის შესრულება საკმაო ძალისხმევას და დროს მოითხოვს ხოლმე, თუმცა ამ ვიდეოს უპირატესობა ისაა, რომ 10 წუთის განმავლობაში აბსოლუტურად თავისუფლად ახერხებთ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ზონის გავარჯიშებას და თანაც ნებისმიერ სიტუაციაში, ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობების გარეშე:   https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=1919eTCoESo

3. მესამე ვიდეო ყველაზე ზარმაცებისთვისაა ზედგამოჭრილი: 5-წუთიანი ვარჯიში, რომელიც მაღალი ინტენსივობის აერობულ ვარჯიშს ანაცვლებს - ასე გვარწმუნებს ინსტრუქტორი. რეალურად, ვარჯიში სხვადასხვა პოზიციაში შესრულებულ რამდენიმე "პლანკას" პოზას აერთიანებს, რომელიც საბოლოო ჯამში მთელი სხეულის ვარჯიშს უდრის: https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=FXDWtYsu1dQ.

4. და ბოლოს, 30 წუთიანი ვიდეო, რომელიც რეალურად დიდ სავარჯიშო დარბაზშია გადაღებული და სადაც ცეკვის ელემენტებთან ერთად ძალოვანი ვარჯიშები და აზიდვების სავარჯიშოები სრულდება: https://www.youtube.com/watch?time_continue=20&v=ZMO_XC9w7Lw

წარმატებები!

ანიკა

მსგავსი ბლოგები