წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

5 პროდუქტი ზედმეტ ცხიმთან საბრძოლველად

ბლოგი:
ივლისი 03, 2012
ავტორი Anika
მიუხედავად იმისა, რომ ცხიმები ორაგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია, ზედმეტი რაოდენობით ცხიმების მიღებას პირიქით, მავნებელი ეფექტი აქვს ორგანიზმე და წონაზეც არასასიამოვნოდ აისახება. ამიტომაც, იმ ხუთი საკვები პროდუქტის შესახებ მოგიყვებით, რომლებიც ერთდროულად სასარგებლოცაა და ზედმეტი ცხიმების წვაშიც დაგეხმარებათ.



1. ინდაურის ხორცი

ცხოველურ ცხიმებში ინდაურის ხორცი ყველაზე დაბალკალორიულია. რძის პროდუქტების მსგავსად, ინდაურის ხორციც შეიცავს ამინო მჟავა ლეიცინს, რომელიც დიდ როლს თამაშობს წონაში კლების პროცესში კუნთოვანი მასის შენარჩუნებაში. ის იმავდროულად უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის პროცესს მაქსიმალურად ეფექტურად მოქმედებას. გარდა ამისა, ცილები გაციებით დამანაყრებელია ნახშირწყლებთან შედარებით.



2.მიწისთხილი

შეცდომაში არ შეგიყვანოთ იმ ფაქტმა, რომ მიწისთხილი სპილოების საყვარელი სასუსნავია. რაოდენ ირონიულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მიწისთხილი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და ტკბილის მოთხოვნილებას და ამიტომაც.

3. დაბალკალორიული იოგურტი

დაბალცხიმიანი იოგურტი კალციუმის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, კალციუმი კი, თავის მხრივ, ცხიმების წვაში გვეხმარება. შესაბამისი კვლევები ადასტურებენ, რომ არასაკმარისი რაოდენობით კალციუმის მიღების შემთხვევაში, ორგანიზმი კალციტრიოლის ჰორმონს გამოიმუშავებს, რომელიც ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს. არადა, საკმარისი რაოდენობით კალციუმის მიღებით შეგვიძლია ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლებაში და ცხიმების ეფექტურად დაწვაში დავეხმაროთ.



4. საუზმე და ბურღულეული

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ის ქალები, რომლებიც დილით უჯრედისით მდიდარ ბურღულეულს (Cereal) მიირთმევენ, ვიდრე ცილოვან საუზმეებს (ბეკონი, ომლეტი), 30%-ით ნაკლებ არიან მიდრეკილები ზედმეტი ცხიმის დაგროვებისკენ და წონაში მატებისკენ.



5. კენკრები

გეცოდინებათ, ალბათ, რომ უჯრედისი (Fiber) საუკეთესო იარაღია წონაში კლების პროცესში. მას აქვს უნარი დანაყრებულად გაგრძნობინოთ თავი რამდენიმე საათის განმავლობაში და ნაკლებად მოგანდომოთ, კვებებს შორის “სუსნავი”. სწორედ ამიტომაც არის კენკროვანი კულტურები ასე სასარგებლო და საყვარელი დიეტოლოგებისთვის. მათო შორის კი ნამდვილი “ჩემპიონი” ჟოლოა (ე.წ. მალინა), შემდეგ მაყვალი და მოცვი.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები