წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

5 მარტივი რჩევა წონაში დაკლების მსურველებისთვის

ბლოგი:
თებერვალი 08, 2016
ავტორი Anika
დღევანდელ პოსტში ექიმების, დიეტოლოგების, ფიტნეს ექსპერტების და სხვა სპეციალისტების რჩევებზე არ გვექნება საუბარი - დღეს თქვენი მონა-მორჩილი, რიგითი მოკვდავი ანიკა საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე რამდენიმე უმნიშვნელო რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც ჩემი დაკვირვებით წონაში კლებისას ამართლებს, პროცესს მინიმალურაად სტრესულს ხდის, ცხოვრებას ამარტივებს და შესაძლოა თქვენთვისაც სასარგებლო გამოდგეს.

1. წონაში კლების პროცესს ნუ დაარქმევთ დიეტას - ასე თავს ნაკლებ შებოჭილად და დასტრესილად იგრძნობთ. როგორც კი კონკრეტული დიეტიდან "უდიეტო", თავისუფალ რეჟიმზე გადავდივარ, რომლის ბატონ-პატრონი და მაკონტროლებელი თავად ვარ და არა ვინმე ცნობილი დიეტოლოგი, მომენტალურად ვდუნდები ფსიქოლოგიურად და თითქოს მარწუხებიდან ვთავისუფლდები. მერწმუნეთ, ასე უფრო მარტივად ქრებიან ჩემი კილოგრამები.

2. აიწონეთ ყოველ დილით, უარეს შემთხვევაში ყოველ მეორე დღეს. ასე მოულოდნელი სიურპრიზებისგან დაზღვეული იქნებით, კვირიდან კვირამდე საკუთარ წონას უფრო მარტივად გააკონტროლებთ და შესაბამისად, უმნიშვნელოდ მომატებულ 500 გრამს თუ 1 კილოგრამს მარტივად დააკორექტირებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ქალების შემთხვევაში, ციკლის დაწყებამდე 2-4 დღით ადრე და მის პერიოდში, ორგანიზმის მიერ სითხის შეკავების გამო, სასწორმა შესაძლოა 1-2 კილოგრამამდე მეტი წონა გიჩვენოთ. ამიტომაც, ნუ შეშინდებით.

3. სახლში ყოფნისას, სადაც ყველაზე მეტს მოძრაობთ, იმ ოთახში მაგიდაზე ან თუნდაც წიგნის თაროზე პატარა თასი მოათავსეთ და ზედ გარეცხილი ხილი დააწყვეთ ლამაზად. გაივლით, გამოივლით და წაისუსნავებთ - ვაშლი, ბანანი, მსხალი, ფორთოხალი, რაც გაგიხარდებათ და რაც სეზონური იქნება. ზაფხულში გაცილებით ადვილია, ვინაიდან დიდი რაოდენობით სეზონური ხილი გვაქვს. ხილი უჯრედისს შეცავს და დანაყრებაც მარტივად შეუძლია და საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც კარგად აისახება. ვიტამინებს და სასარგბელო ნივთიერებებს რომ შეიცავს, მაგაზე აღარ დავწვრილმანდები.

4. აუცილებლად იქონიეთ სახლში თხიელეული: მე ყოველთვის მაქვს ნუში, ცოტა ნიგოზი და "წასუსნავების დემონები" როგორც მესტუმრებიან, მომენტალურად ცოტა ნუშს ან ნიგოზს ან თხილს მივირთმევ ხოლმე (ნუში ჩემი ფავორიტია). ეს თხილეული მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, ადვილად ანაყრებს ორგანიზმს და ჭამა ცოტა ხნით მაინც გადაგავიწყდებათ.

5. 1.5 ლიტრიანი წყლის ბოთლი ყოველთვის თან გქონდეთ - ასე წყლის დღიურ სავალდებულო ნორმას გააკონტროლებთ. თანაც, ხშირად მოძალებული შიმშილის გრძნობა რეალურად მხოლოდ და მხოლოდ წყურვილის შეგრძნებაა, როგორც კი წყალს დალევთ, ეს შიმშილიც უცებ გაქრება.

წარმატებებს გისურვებთ!

ანიკა

მსგავსი ბლოგები