We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

5 მიზეზი უზმოზე წყლის დასალევად

_from blog_:
_October_ 05, 2016
_by_ Anika
იცოდით, იაპონიაში დღეისთვის 50 000-ზე მეტი ას წელს გადაცილებული ადამიანი რომ ცხოვრობს? ჩემთვის საინტერესო აღმოჩენა იყო, თუმცა გასაკვირი ამაში ალბათ ბევრი არაფერია, ვინაიდან ოდითგან ამომავალი მზის ქვეყანა ჯანსაღი ცხოვრებისადმი საკუთარი უნიკალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ტრადიციას იაპონლები დღესაც არ ღალატობენ და ბევრ სხვა სასარგებლო ჩვევასთან ერთად, ყოველ დილით, უზმოზე 2 ჭიქა წყალს მიირთმევენ.

რატომ?

1. ხანგრძლივი ძილის შემდეგ, ორგანიზმი ბუნებრივად გაუწყლოვანების მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომაც, თუ პირველ რიგში წყალს დავლევთ, ამით უჯრედებს სასიცოცხლო წყალს მივაწვდით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თავად წყლის ვარგისიანობაც: ონკანის წყალთან შედარებით გაცილებით უსაფრთხო და სასარგებლო წყაროს წყლის მირთმევაა, სადაც კარგად არის დაბალანსებული მინერალების შემადგენლობა.

2.  უზმოზე მირთმეული წყალი ეფექტიანად გამოდევნის ორგანიზმში დაგროვილ ტოქსინებს. ვინაიდან ძილის დროს ორგანიზმის საკუთარი ძალების და რესურსების აღდგენას ახდენს, ხდება ჰორმონების დაბალანსება, ამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში დაგროვილი არასასურველი ტოქსინების დროულად ორგანიზმიდან გამოდევნა.

38862984.cms

3. ის მეტაბოლიზმის აჩქარებას უწყობს ხელს. ზოგადად, მიღებული წყლის ოდენობას წონაში კლების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით როცა საქმე დიუკანის მსგავს ცილოვან დიეტებს ეხება. თუმცა, დილაადრიან მიღებული წყალი ადრიდანვე აამუშავებს მეტაბოლიზმს და ცხიმების სწრაფად დაწვას შეუწყობს ხელს.

4. წყალი ტვინს გამართულ ფუნქციონირებაში ეხმარება. ხომ გახსოვთ, ჩვენი ტვინი 75%-ით წყლისგან რომ შედგება, ამდენად დილიდანვე მიღებული წყალი გამართულ აზროვნებაში დაგვეხმარება.

5. დილიდან მირთმეული წყალი დეჰიდრატაციის პრობლემის მოგვარების გარდა, კუჭ-ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებასაც შეუწყობს ხელს: ყაბზობა, არარეგულარული კუჭის მოქმედება ხშირ შემთხვევაში გაუწყლოვანებით არის გამოწვეული.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_