We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

5 პროდუქტი ნაოჭებთან საბრძოლველად

_from blog_:
_June_ 08, 2017
_by_ Anika
ანიკას ბლოგში მუდმივად ვებრძვით ნაადრევად დაბერებას, კანის მოდუნებას, ნაოჭების და პიგმენტური ლაქების გაჩენას. საამისოდ, ათასგვარ თავის მოვლის საშუალებას ვიყენებთ - მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საცხები, სქრაბები, პილინგები - და არც პროფესიონალური ესთეტიკური პროცედურებისგან ვიკავებთ თავს. დღეს ავსტრალიელი მეცნიერების კვლევების შედეგებსაც მოვიშველიებ და შეგახსენებთ, რომ თუ საკვებ რაციონში იმ პროდუქტებს დავამატებთ, რომლებიც გამორჩეულად მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ასეთ შემთხვევაში კანის ელასტიურობის მომატებას შევუწყობთ ხელს და მას გარემოს მავნე ფაქტორების გავლენისგან დავიცავთ. შედეგად, შეძლებისდაგვარად გადავავადებთ ნაოჭების გაჩენას. ასეთი პროდუქტების შემადგენლობაში არსებული ცილები ორგანიზმში ამინო-მჟავებად იშლება, რომლებიც კუნთოვანი ქსოვილების და კოლაგენის შენებისთვის გვესაჭიროება. ამიტომაც, თუ გსურთ კანს მაქსიმალური დაცვა მიანიჭოთ, ჩართეთ შემდეგი 5 პროდუქტი თქვენს საკვებ რაციონში:

1. ნიორი - ის შეიცავს უნიკალურ ანტიოქსიდანტს - პოლიფენოლს, რომელიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს, რომლებიც კანის დაბერების უპირველესი წინაპირობაა. ამას გარდა, ნიორი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ორგანიზმს შლაკებისგან გათავისუფლებაში უწყობს ხელს.

2. ჟოლო - ჩემი საყვარელი კენკრა გაცილებით მეტი ოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახეობის ხილი თუ ბოსტნეული. C ვიტამინის და ფოლიუმის მჟავის წყალობით ორგანიზმში არ ხდება მავნე ჟანგვის პროცესის, შედეგად ნელდება დაბერების ნიშნების გამოჩენა.

rasp-cluster-09011701

3. ზეითუნის ზეთი - ის მდიდარია ოლეინის მჟავით, რომელიც უჯრედის მემბრანას კვებავს. როცა ორგანიზმი საკმარისი ოდენობთ შეიცავს ოლეინის მჟავას, კანი რბილი და ხავერდოვანი ხდება. ამას გარდა, ზეითუნის ზეთი E ვიტამინის კარგი წყაროა, რომელიც ორგანიზმს ჟანგვის პროცესებისგან იცავს.

4. ორაგული - ორაგულში არსებული ომეგა-3 ცხიმ-მჟავები არამხოლოდ გულ-სისხლძარღვოვანი სისტემისთვისაა სასარგებლო, არამედ უჯრედის მემბრანისთვისაც. B6 და B12 ვიტამინები კანის და ფრჩხილების გაჯანსაღებაზე ზრუნავს, კალიუმი კი ძვლებსა და სისხლძარღვებზე მოქმედებს დადებითად.

5. პარკოსნები - უჯრედისის მაღალი შემცველობის წყალობით, პარკოსნები ორგანიზმს გაწმენდაში ეხმარება და მისგან შლაკების, ტოქსინების, მძიმე მეტალების და რადიონუკლიდების გამოდევნას უწყობს ხელს.

_OTHER BLOGPOSTS_