1. ნახშირწყლები - ზომიერი ოდენობით, მცირე ულუფებად და არასისტემატურად მიღებული ნახშირწყლები ნამდვილად არ არის საშიში ორგანიზმისთვის. კარტოფილი, მაკარონის ნაწარმი, თეთრი პური, შოკოლადი და ტკბილეული ზოგადად, მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებია, რომლებიც დაშლის შემდეგ შაქრად იქცევა ჩვენს ორგანიზმში. თუ ამ შაქარს არ "დავწვავთ" ფიზიკური აქტივობის გზით, ასეთ შემთხვევაში არამხოლოდ ზედმეტ კილოგრამებს დავაგროვებთ, არამედ ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავებას შევუშლით ხელს - კოლაგენი კი კანის სიჯანსაღისთვის უმნიშვნელოვანესია.
2. შაქარი - ტკბილეულს არამხოლოდ მაღალი გლიკემიური ინდექსი გააჩნია, არამედ სისხლში გლუკოზის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად წევს მაღლა, ეს კი დერმაში ელასტინის და კოლაგენის სინთეზზე უარყოფითად აისახება: ეს პროცესი მნიშვნელოვნად ნელდება. შედეგად კი გამომშრალ, უსიცოცხლო და დანაოჭებულ კანს ვიღებთ. ამიტომაც, შაქრის მოხმარების შემცირებით წონის კორექციის გარდა, კანის გაჯანსაღებასაც შევუწყობთ ხელს.
3. შაქრის შემცვლელი - ვინაიდან ასეთი დამატკბობლები მთლიანად ხელოვნური პროდუქტია, გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ მისი რეგულარული მოხმარების შედეგად, ჩვენი სახის კანი მკვებავი ნივთიერებების ნაკლებობას განიცდის. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ შაქრის შემცვლელები 2 კატეგორიად იყოფა: ბუნებრივად და სინთეტურად. ბუნებრივი დამატკბობლებია თაფლი, ბუნებრივი სიროფები, სტევია, სინთეტურს კი საქარინი, ციკლამატი, ასპარტამი, სუკრაზიტი და სხვა პროდუქტები მიეკუთვნება.
4. ალკოჰოლი - ალკოჰოლური სასმელები ჩვენს ორგანიზმში გაუწყლოვანებას იწვევს და კანს გამომშრალს და უსიცოცხლოს ხდის. ამას გარდა, ალკოჰოლი უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვებზე, არღევს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას.
5. სანელებლები - ზოგადად, სანელებლებით კარგად შეზავებული კერძი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ნივთიერებათა ცვლის პროცესსაც აჩქარებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამავე დროს, ოფლის გამოყოფის გაძლიერებაც და სისხლძარღვების გაფართოვება ხდება.