ბლოგი:
თებერვალი 13, 2015
ავტორი Anika
ინტერნეტში ძალიან საინტერესო სტატიას გადავაწყდი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კრიტიკული შემფასებლები არიან დიეტოლოგები (გასტრონომიული მიმართულებით), როგორი წუნია გურმანები არიან და ის რომ მათი გულის მოგება საკმაოდ რთული საქმეა. სავარაუდოდ, სიმართლისგან შორს არ უნდა იყოს. თუმცა, ამ სტატიაში ყველაზე მეტად სწორედ ის ჩამონათვალი მომეწონა, რომელიც დიეტოლოგებს "შავ სიად" აქვთ შერაცხული და შესაბამისად, აქ მოცემული საკვების მირთმევა არცერთ თავმოყვარე, პროფესიონალ დიეტოლოგს აზრადაც არ მოუვა. მოკლედ, დღევანდელ პოსტში სწორედ ამ "შავ სიაში" შესული პროდუქტების ჩამონათვალს გიზიარებთ.
1. ფერად-ფერადი შაქარყინულები - მართალია, შაქარყინულები ზოგადად საბავშვო კატეგორიაში გადის და მშობლების მიერ შვილების "გახარების" ერთ-ერთ პოპულარულ საშუალებადაა მიჩნეული, მაგრამ სამწუხაროდ, სწორედაც რომ საბავშვო საკვებში შემავალი არაერთი პროდუქტია ჯანმრთელობისთვის ნაკლებ სახარბიელო და რიგ შემთხვევებში, საზიანო კიდეც. ასეთი შაქარყინული დიდი რაოდენობით შაქარს და სხვადასხვა ტიპის საკვებ საღებავებს შეიცავს, რაც თავის ნაკვალევს არამხოლოდ კბილებზე, არამედ ზოგადად ჩვენს წონაზეც ტოვებენ. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთი შაქარყინულებით და კარამელებით მიღებული კალორიები არავითარ საკვებს ღირებულებას არ ატარებენ და პირიქით, მადასაც კი აღვიძებენ.
2. გადამუშავებული ხორცი - ბევრისთვის საყვარელი სოსისები, ძეხვეული და მსგავსი პროდუქტები, რომლებიც პოტენციურად მარილს, კონსერვანტებს და სხვა დანამატებს შეიცავენ. დიეტოლოგები მსგავსი პროდუქტების რაციონიდან სრულად ამოღებას გვირჩევენ, ვინაიდან ისინი ყველაფერთან ერთად მავნე ცხიმებსაც შეიცავენ, რომლებიც არც თუ სახარბიელოდ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და ქოლესტერინის დონეზე.
3. კეტჩუპი და მსგავსი სოუსები - თუ თქვენ კეტჩუპის და მისი მონათესავე პროდუქტების ეტიკეტს კარგად შეისწავლით, აღმოაჩენთ რომ ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ ნატრიუმს, დამატკბობლებს ან/და შაქარს. ამიტომაც, დიეტელოგები გვირჩევენ, ზეითუნის ზეთით და ჩვენივე მომზადებული ნატურალური სოუზით შევკმაზოთ ხოლმე სალათები.
4. უმი თევზი და უმი ხორცი - ამ კატეგორიაში საქმე საკვების უსაფრთხოებას ეხება: ცხოველური წარმოშობის უმი პროდუქტები შესაძლოა პათოგენურ მიკროორგანიზმებს შეიცავდნენ, ამიტომაც ძალიან საფრთხილოა მათი მიღება. როგორც დიეტოლოგები ამბობენ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ ასეთი უმი საკვები იმ მინიმუმამდე მაინც არის მომზადებული, რა დონეზეც მავნებელი მიკროორგანიზმები იღუპებიან.
5. გაყინული საკვები - დიეტოლოგები კატეგორიულად კრძალავენ გაყინულ გამზადებულ საკვებს, რომელიც მხოლოდ გალღობას საჭიროებს და მზადაა მისართმევად. მათი მტკიცებით, ასეთი საკვები, როგორც წესი, შეიცავს მარილს, შაქარს, კონსერვანტებს, გემოს გამაძლიერებლებს და მინიმალური ოდენობითაც არ შეიცავს უჯრედისს და სასარგებლო ნივთიერებებს.
ასე, რომ გაითვალისწინეთ დიეტოლოგების რჩევები.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა