ბლოგი:
მაისი 07, 2014
ავტორი Anika
ტერმინი "superfoods" ხომ გაგიგიათ? სუპერსასარგებლო საკვებზე ორიენტირება დღეს უკვე არამარტო მოდური გახდა, არამედ ჩვენი ცხოვრების აუცილებელ კომპონენტად იქცა. ჯანსაღი საკვები პირველ რიგში, სიცოცხლის გახანგრძლივებაში, რიგი დაავადებების პრევენციაში და ახალგაზრდობის და სილამაზის შედარებით დიდი ხნით შენარჩუნებაში გვეხმარება. დღეს ზოგადად "სუპერფუდის" კატეგორიის ნაცვლად, "სუპერხილის" ანუ ხილის კატეგორიაში გამორჩეულად სასარგებლო ხილზე ვისაუბრებთ.
ვიწყებთ ვაშლით, კერძოდ კი მწვანე და წითელი ვაშლით, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია С, В1, В2, Р, Е ვიტამინებით და კალიუმით. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ვაშლი უმჯობესია გაუთლელად, კანიანად მიირთვათ, ვინაიდან სწორედ მისი კანი შეიცავს დიდი რაოდენობით უხსნად უჯრედისს - ეს უკანასკნელი სისხლიდან ზედმეტ ქოლესტერინს გამოდევნის და გულის დაავადებების კარგი პრევენციაცაა.
წასახემსებლად არჩევანის ხილზე შეჩერება ნამდვილად კარგი საქმეა, თუმცა ამ ჩვევას ერთი მინუსი აქვს: ხილი დიდი ხნით არ გვანაყრებს და მალევე გვშივდება. ამიტომაც, ხილის არჩევისას ბანანი გაიხსენეთ, რომელიც კალიუმითაა მდიდარი, არტერიულ წნევას დაგირეგულირებთ, ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს, საკმარისი ენერგიითაც აგავსებთ და დიდი ხნითაც დაგანაყრებთ.
ანტიოქსიდანტებით გამორჩეულად მდიდარი მაყვალი თქვენი საყვარელი მამაკაცის საკვებ რაციონშიც არანაკლებ სასარგებლო პროდუქტი იქნება: მისი წყალობით სიმსივნის პრევენციაში და ტესტოსტერონის გამომუშავების ხელშეწყობაში დაეხმარებით. ამას გარდა, მაყვალი ძალიან სასარგებლოა ჩვენი მხედველობისთვის.
მხედველობისთვის სასარგებლო ხილის სიაში დაწინაურებულია ასევე მოცვიც. თუმცა ანტიოქსიდანტებით მდიდარ მოცვს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აქვს: არაერთმა ამერიკულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოცვში შემავალი ფლავონოიდები მეხსიერებას აუმჯობესებენ და 2.5 წლით შეუძლიათ ტვინის დაბერების გადავადება.
დიეტოლოგ კერი გლასმანის თქმით, ალუბალი ერთ-ერთი შეუცვლელი ხილია. თავის მუქ წითელ ფერს ეს ხილი ანტიოქსიდანტ ანტოციანს უმადლის, რომელიც სისხლძარღვების სისტემის ანთებების პრევენციაში და ქოლესტერინის დონის დაწევაში გვეხმარება. ალუბლის მირთმევა განსაკუთრებით სასარგებლოა ფიზიკური დატვირთვის, ფიტნესის შემდეგ, ვინაიდან ის კუნთების ტკივილს და დაღლილობას ამსუბუქებს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა