წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

5 ყველაზე ხშირი შეცდომა დიეტის დროს

ბლოგი:
აპრილი 08, 2015
ავტორი Anika
რა სახის შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად დიეტის დროს? რა გვავიწყდება და რას ვაკეთებთ არასწორად? ამასთან დაკავშირებით დღევანდელ ბლოგ-პოსტში გამოცდილი ექიმი-დიეტოლოგების რჩევებს გაგიზიარებთ.

1. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა დიეტის დაწყებისას საკვებ რაციონში ცხიმების რადიკალური შემცირება ყოფილა. რეალურად, ცხიმები საკმაოდ კალორიული ელემენტია (1 გრამ ცხიმზე 9 კკალ. მოდის) და მათი დიდი რაოდენობით მიღება პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს წონაზე. თუმცა, ექიმები გვახსენებენ, რომ ზომიერად ცხიმიანი საკვები კარგად გვანაყრებს და შიმშილის გრძნობაც საკმარისი დროით გადავადებულია. როცა საკვებიდან ცხიმიან პროდუქტებს ერთი ხელის მოსმით ვიღებთ და უცხიმოზე გადავდივართ, ასეთ დროს ძალიან ძნელი ხდება შიმშილის გრძნობის გაკონტროლება: უცხიმო საკვები სათანადოდ არ გვანაყრებს და შედეგად, ძალიან მალე და გამოკვეთილად გვშივდება. ამას გარდა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ცხიმები არამხოლოდ ენერგიის წყაროა: უჯერი ცხიმების (რომელთაც მცენარეული ზეთები და ცხიმიანი თევზი შეიცავს) მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირება იმუნიტეტის დაქვეითებას, კანის სიმშრალეს და ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის დარღვევას იწვევს.

Woman Holding Donut

2. საკმაოდ ხშირად დიეტური რაციონიდან ნახშირწყლების სრული ამოძირკვა ხდება: ნახშირწყლები ჩვენი დაუძნებელი მტერია! ეს მიდგომა, დიეტოლოგების აზრით, არასწორია და აი, რატომ: გლუკოზა ორგანიზმისთვის ენერგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა და თუ ამ წყაროს სრულად დავბლოკავთ, მაშინ მთელ რიგ უსიამოვნებებს შეიძლება წავაწყდეთ. პირველ რიგში, შესაძლოა ღვიძლში გლიკოგენის მარაგის ამოწურვა მოხდეს (ნახშირწყლების სარეზერვო ფორმა), რასაც ღვიძლში ცხიმოვანი მჟავების აკუმულირება და ზოგადად, ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა შეიძლება მოყვეს. და მეორეც - ორგანიზმი მისთვის საჭირო ნახშირწყლების რაოდენობას ნებისმიერ შემთხვევაში აიღებს, ეს კი კუნთების დაშლის ცილების ამინომჟავების ხარჯზე მოხდება: რაც უფრო მეტად დაიშლება კუნთოვანი ქსოვილი, მით უფრო შენელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი.

3. საუზმეზე ან სადილზე უარის თქმა კიდევ ერთი გამოუსწორებელი შეცდომაა დიეტის დროს (და ისედაც). დღის პირველი ნახევარი ორგანიზმისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ნივთიერება ცვლის პროცესების მიმდინარეობის გათვალისწინებით. ამ დროს მიღებული ენერგია მარტივად გადამისამართდება ორგანიზმის საჭიროებისთვის და ორგანიზმის მაღალი მეტაბოლიზმიც უზრუნველყოფილია. დღის პირველ ნახევარში საკვების მიუღებლობა დღის მეორე ნახევრისთვის შიმშილის გრძნობის დაგროვებას იწვევს,  რის შედეგადაც საღამო საათებში გადამეტებული კვება შეიძლება "დაგვატყდეს თავს".

4. ვახშამზე უარის თქმა, ერთი მხრივ, ცუდი აზრი ნამდვილად არ არის - ამ მეთოდით, ძალიან ბევრი ეფექტურად იკლებს წონაში. თუმცა, ექიმი-დიეტოლოგების თქმით, აქ ინდივიდუალური გარემოებებია გასათვალისწინებელი: მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს (მაგალითად, ჩემ მსგავსად, წყლული თუ გაქვთ გადატანილი) საღამოს საათებში შიმშილი და დიდი ინტერვალი კვებებს შორის კარგი აზრი ნამდვილად არ არის.

5. და ბოლოს, კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც სწრაფად დაკლების მიზნით ვუშვებთ, საკვები რაციონის კალორიულობის მკვეთრი შემცირება. როგორც დიეტოლოგები ამბობენ, რაც უფრო რადიკალურად მოხდება შემცირება, მით უფრო სწრაფად მოხდება შემდგომ დაკლებული კილოგრამების ორგანიზმის მიერ ანაზღაურება/უკან დაბრუნება. ასე, რომ გაითვალისწინეთ!

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები