ბლოგი:
აპრილი 19, 2012
ავტორი Anika
თვალები ადამიანის სულის სარკეაო, ხომ გაგიგონიათ?! თუმცა ამ შემთხვევაში სულიერებაზე არ ვაპირებ საუბარს: ამ პოსტში მინდა თვალების ყველაზე მზაკვრულ ფუნქციაზე და მისი შენიღბვის მარტივ გზებზე გესაუბროთ. მიმიხვდით, ალბათ, ასაკს ვგულისხმობ - თვალები ხომ სულიერების გარდა, ქალის ასაკსაც და გადაღლილობის ხარისხსაც აშიშვლებს, ასე, ერთი ხელის მოსმით, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე.
არ ვიცი, ჩვენი წინაპრები რა მეთოდებით უმკლავდებოდნენ ამ პრობლემას, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ დღეს, 21-ე საუკუნის ქალებს არაერთ საშუალებაზე მიგვიწვდება ხელი, რომელთა მეშვეობითაც გადაღლილი, შეშუპებული თუ ალაგ-ალაგ ნაოჭებდასმული თვალების შენიღბვა და გამოცოცხლება სრულიად მარტივად მისაღწევი მიზანია.
რჩევა N1 – სათვალის შერჩევისას, მიაქციეთ ყურადღება წარწერას “UV 400” (ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის ხარისხზე მიუთითებს). გარდა ამისა, კოსმეტოლოგები გვირჩევენ, რომ დილით, სახლიდან გასვლამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე წავისვათ თვალის დამცავი საცხი, რომელსაც სულ მცირე SPF 30 მზისგან დამცავი ფაქტორი ექნება. შეგიძლიათ, Shiseido-ს საცხი Sun Protection Eye Cream გამოსცადოთ, რომელიც ერთდროულად თვალის კრემის და მზისგან დამცავის ფუნქციასაც ასრულებს.
რჩევა N2 - მზის და გარემოს დაბინძურების მავნე ეფექტების დასაძლევად, სპეციალისტები, დილაობით, ანტიოქსიდანტების შემცველი თვალის საცხის წასმას გვირჩევენ. სცადეთ, მაგალითად, Olay-ს ფირმის ასაკობრივი საცხი Total Effect, რომელიც ალოეს და კიტრის ექსტრაქტებზეა დამზადებული.
რჩევა N3 - ღამისთვის რეტინოლის შემცველი თვალის საცხი ან შრატი საუკეთესო მიგნება ყოფილა - კვლევებით დასტურდება, რომ ეს ნივთიერება კოლაგენის გამომუშავების და ნაოჭების შემცირების საუკეთესო ხელშემწყობია. ყურადღება მიაქციეთ, რომ საცხი ალუმინის ან შუქშეუღწევად ქილაში იყოს მოთავსებული, ვინაიდან მათში ყველაზე კარგად ნარჩუნდება რეტინოლი. ასეთ პროდუქტებიდან შეგიძლიათ RoC-ის ასაკობრივი საცხი Retinol Correxion Eye Cream და Neutrogena-ს Ageless Intensives Deep Wrinkle eye cream სცადოთ.
რჩევა N4 - ღამის თვალის საცხის წასმისას, ზედმეტად ნუ გაირჯებით - საცხი ზომიერი რაოდენობის უნდა იყოს, თორემ მომდევნო დილით, შესაძლოა, გაღიზიანებული თვალებით და შეშეპებული უპეებით გაიღვიძოთ. მოკლედ, დაზოგეთ!
რჩევა N5 - თვალების გარშემო არსებული ნაოჭების ამოსავსებად, სილიკონის შემცველი საცხი გამოიყენეთ. მაგალითად, Estee Lauder-ის Perfectionist Targeted Deep Wrinkle Filler.
რჩევა N6 - თვალის უპეების სიმუქის დასაფარად, კრემოვანი ტექსტურის შესანიღბი-საცხი (concealer) გამოიყენეთ. ვიზაჟისტები გვირჩევენ, რომ მოლურჯო შეფერილობის უპეების შემთხვევაში, მოყვითალო ფერის შესანიღბი-საცხი შევარჩიოთ, ხოლო თუ უპეების სიმუქე ყავისფერს იკრავს, ასეთ შემთხვევაში, არჩევანი ატმისფერი ტონალობის შესანიღბ-საცხზე გავაკეთოთ. სცადეთ Lancome-ის Effacernes waterproof undereye concealer.
დღეისთვის სულ ეს იყო. საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით მომდევნო პოსტამდე!
ანიკა