ბლოგი:
დეკემბერი 10, 2013
ავტორი Anika
წესი N1 - გაუფრთხილდით ნერვებს. ანიკას ბლოგში არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ გავიმეორებ, რომ კანის მდგომარეობაზე ბევრ სხვა ფაქტორზე გაცილებით მნიშვნელოვან გავლენას ნერვული სისტემა ახდენს. სტრესი, დაძაბულობა, გადაღლა პირდაპირპროპორციულად აისახება კანზე: ის ფერმკრთალდება, სხივს კარგავს, ალაგ-ალაგ გამონაყარიც შეიძლება გაჩნდეს. მოკლედ, სასიამოვნო არაფერი! ამიტომაც, მნიშვნელოვანია, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კანის დაცვის ბარიერი გავაძლიეროთ, ამისთვის სპეციალისტები მულტივიტამინების მიღებას გვირჩევენ. მათ შორის, გამორჩეულად სასარგებლო A, E და C ვიტამინების და მაგნიუმის და კალციუმის შემცველი კომპლექსებია, რომლებიც ნერვულ სისტემაზეც დადებით ზეგავლენას ახდენენ.
წესი N2 - უარი თქვით ანტიბაქტერიულ საპონზე. არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ასეთი საპონი ნამდვილად ანადგურებს ბაქტერიებს, თუმცა ის მავნე ბაქტერიებთან ერთად, კანის მიკროფლორასაც ანადგურებს. ეს მიკროფლორა კი, თავის მხრივ, სოკოვანი დაავადებებისგან და ვირუსებისგან გვიცავს.
წესი N3 - შეეცადეთ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში მიიღოთ ანტიბიოტიკი. სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ ანტიბიოტიკები, განკურნების მიუხედავად, არც თუ ისე სასიამოვნო გავლენას ახდენენ ჩვენს ორგანიზმზე, მათ შორის, კანის მდგომარეობაზე.
წესი N4 - რეგულარულად გაიწმინდეთ კანი. კანს ძლიერი დაცვითი ბარიარი გააჩნია, რომელიც ათასგვარი მავნე ნივთიერებებისგან გვიცავს. ხოლო ის უსარგებლო ნივთიერებები, რომლებიც უკვე დაგროვილია ორგანიზმში, სწორედ რომ კანის მეშვეობით გამოდის გარეთ. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია კანის სისტემატური გაწმენდა/გასუფთავება.
წესი N 5 - დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. ორგანიზმის გაუწყლოვანება, სხვა უსიამოვნო შედეგებთან ერთად, კანის მდგომარეობაზეც ცუდად აისახება: კანი შრება, იქერცლება და ჩნდება ნაადრევი ნაოჭები. ამიტომაც, წესად აქციეთ, დღის განმავლობაში 1.5-2 ლიტრი მინერალური წყლის დალევა.
წესი N 6 - ჩაიცვით ნატურალური ქსოვილებისგან დამზადებული ტანსაცმელი. სინთეტური ქსოვილები თითქმის არ ატარებს ჰაერს და კანს სათბურის მსგავს მდგომარეობაში ამყოფებს. არადა ჩვენს კანს, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, აუცილებლად სჭირდება ნორმალურად სუნთქვა. ამიტომაც, თუ შეეცდებით, რომ მაქსიმალურად ნატურალური სამოსი ატაროთ, ამით თქვენს კანს კარგ სამსახურს გაუწევთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა