წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

7 პროდუქტი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

ბლოგი:
სექტემბერი 16, 2013
ავტორი Anika
სილამაზესთან ასოცირებულ ჰორმონ ესტროგენზე ანიკას ბლოგის მკითხველებთან ადრეც მისაუბრია - ეს ჰორმონი ქალის სილამაზის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ითვლება. ამ წოდების მოპოვება კი ესტროგენმა მისი უნიკალური თვისების, კანის სიმკვრივით უზრუნველყოფით მოახერხა. ცუდი ის არის, რომ ესტროგენის გამომუშავება ქალის ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა მცირდება. ამიტომაც, თუ გვსურს, რომ სიბერის მოახლოება ეფექტურად გადავავადოთ, საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ხელშემწყობი პროდუქტები.

დღევანდელ პოსტში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ - ექიმი-დიეტოლოგი დანა ჯეიმსი იმ პროდუქტებზე მიგვითითებს, რომლებიც ესტროგენის მსგავს ნივთიერებებს შეიცავენ და რჩევებს მოგვცემს, მათ ყოველდღიურ რაციონში ჩართვასთან დაკავშირებით.

ავოკადო - ამ ტროპიკული ხილის სამკურნალო თვისებები  რა ხანია სიახლეს აღარ წარმოადგენს. მასში შემავალი ზეთი შემადგენლობით ზეითუნის ზეთს წააგავს, თუმცა კონსისტენციით გაცილებით სქელია. ავოკადო უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს და კანის შიგნიდან დატენიანებაზეა პასუხისმგებელი. ისინი, კი, ვინც ავოკადოს სისტემატურად მიირთმევს, სისხლში ქოლესტერინის დონეზეც მშვიდად იქნებიან - ეს ხილი, სხვა სიკეთეებთან ერთად, ორგანიზმიდან ნარჩენებსაც გამოდევნის.

600x400_0xd42ee42a_7438964251378395321

კურკუმა - "ახალგაზრდობის ელექსირად" შერაცხული ეს სანელებელი საკმაოდ ცხარე გემოთი გამოირჩევა და ყველასთვის თანაბრად სასარგებლო ინგრედიენტს წარმოადგენს. ის ძალიან ეფექტურია ცელულიტთან საბრძოლველად, ნაიარევის გასაფერმკრთალებლად და ზოგადად, ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად. ამ ყველაფერთან ერთად, კურკუმა იდეალური ყოფილა ჩემს მსგავსად ტკბილეულის მოყვარულებისთვის - ტკბილისადმი ლტოლვას აცხრობს თურმე.

600x600_0xd42ee42a_16988017901378395357

მწვანე ხილის და ბოსტნეულისგან მიღებული წვენი ვიტამინებით შეიარაღების გარდა, ანტიოქსიდანტების ყოველდღიურ დოზასაც უზრუნველყოფს, ეს უკანასკნელი კი ახალგაზრდობის და ენერგიის მთავარი წყაროა. “ბუნებრივ ჰორმონებად” წოდებული მწვანე ხილი და ბოსტნეული დაბერების პროცესებს ეფექტურად ანელებენ, მათი მიღება კი ყოველ სეზონზე არის შესაძლებელი: ზაფხულში კიტრის, პიტნის, კივის, ზამთარში - ისპანახის, ვაშლის და ლაიმის წვენის სახით.

600x900_0xd42ee42a_15500956501378395615

ომეგა 3 ცხიმებით მდიდარი ორაგული კანის ელასტიურობას და ტონუსს ამაღლებს, რითიც დიდ დახმარებას გაგიწევთ ლიფტინგის ეფექტის მიღწევაში.

600x443_0xd42ee42a_5304118951378395737

კანის დატენიანების საქმეში ყველაზე ეფექტური ბუნებრივი პროდუქტი ზეითუნის ზეთია. პირდაპირი დაწურვით მიღებულ ზეითუნში სამჯერ მეტია სასარგებლო ელემენტები, ვიდრე ნებისმიერ სხვა ზეთში, მისი წყალობით კი კანის უჯრედები ადვილად ახერხებენ აღდგენას.

600x540_0xd42ee42a_5253626091378395759

ანტიოქსიდანტების შემცველობით მწვანე ჩაი ამ კატეგორიის ლიდერია. კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, დღის განმავლობაში 3-4 ფინჯანი მწვანე ჩაი უნდა მიირთვათ. გარდა ამისა, ერთჯერად პაკეტებში დაფასოებული მწვანე ჩაი თვალის უპეების შეშუპების ჩასაცხრობადაც გამოგადგებათ, ადგილობრივი კომპრესების სახით.

600x438_0xd42ee42a_7579745261378395878

ძლიერი ანტიოქსიდანტების - E და C ვიტამინების - დამრტყმელი დოზის წყალობით, კივი საუკეთესო ხილია კანის დაბერებასთან საბრძოლველად. მისი რეგულარულად მიღებით თქვენ კანის უჯრედებს ტოქსინებისა და ულტრაიისფერი სხივებისგან დაიცავთ. თანაც კივი საკმაოდ დაბალკალორიულიცაა, ამდენად ზედმეტი კილოგრამების დაგროვების საფრთხის გარეშე შეგიძლიათ უხვად მიირთვათ ეს ხილი.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები