We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

9 მცენარე კარგი განწყობისთვის

_from blog_:
_June_ 19, 2017
_by_ Anika
თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, როცა "რთულ ფაზას" გავდივართ - ასეთი ყველას და არამხოლოდ ერთხელ გვემართება, სამწუხაროდ - აუცილებელია ნებისმიერი შესაძლებლობა გამოვიყენოთ პოზიტიური განწყობის შესანარჩუნებლად. ამ დროს, როცა ჩვენს მეგობრებს თუ ოჯახის წევრებს შესაძლოა არ ქონდეთ საკმარისი დრო ჩვენთვის ფსიქო-ტრეინინგების სატარებლად, თვითდახმარება უმნიშვნელოვანესია - ამასაც ფსიქოლოგები ამტკიცებენ. ამიტომაც, ჩვენს ირგვლივ არსებულ ყველა შანსს ვიყენებთ საიმისოდ, რომ მაქსიმალურაად დადებითი განწყობა შევინარჩუნოთ, ამაში კი სხვა დანარჩენთან ერთად, ოთახის მცენარეებიც დაგვეხმარებიან.

ბაზილიკი - ეს ბალახი თავისი კულინარიული თვისებებით არის ცნობილი, თუმცა კერძისთვის პიკანტური გემოს მინიჭების გარდა, ის განწყობასაც აუმჯობესებს, თურმე: სასარგებლო გავლენას ბაზილიკში შემავალი ეთერზეთები იძლევიან.

ჰერანიუმი - ზოგადად, ფერადი ყვავილები ჩვენს შეგრძნებებზე დადებითად აისახება, თუმცა ჰერანიუმის მსუბუქი, ვარდისმაგვარი არომატი სიმშვიდის მოპოვებაში დაგვეხმარება.

ინგლისური სურო - ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული სახლის მცენარეა, რომელიც ბუნებრივად წმენდს ჰაერს (აქრობს ფორმალდეგიდებს, რომლებიც ხალიჩების და ავეჯის საწმენდ საშუალებებში შედის).

ბოსტონური გვიმრა - სუროს მსგავსად, ისიც იდეალური ოთახში ჰაერის გასაწმენდად - სტატისტიკურად ის საათში 1863 ტოქსნინს აქრობს. ამას გარდა, გვიმრა კარგად ატენიანებს ჰაერს, ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში ჩვენს კარგ განწყობაზე აისახება.

400x600_0_a3c8aeea59ccc44b47bb82f38c704b2a@400x600_0xc0a839a2_20053989251490023921

ლავანდა- ბევრმა ჩვენგანმა უკვე კარგად იცის, ალბათ, რომ ლავანდა აფორიაქებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს დამშვიდებაში ეხმარება: ამ ეფექტის მისაღწევად ათასგვარი არომატული სანთლებიც კი არსებობს, თუმცა ბუნებრივი ფორმით ლავანდას მაინც ყველაზე ძლიერი ზემოქმედება აქვს.

ვარდი - კვლევების თანახმად, ოფისის ის თანამშრომლები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ვარდებს უყურებდნენ, თავს შედარებით მშვიდად და კომფორტულად გრძნობდნენ ვიდრე ისინი, რომელთაც ოთახში ეს ყვავილი არ ედგათ.

ორქიდეა - ის მთელი წლის განმავლობაში ხარობს და განწყობის ამაღლება ზამთრის ყველაზე ცივ დღეებშიც კი შეუძლია. ფენ-შუის ექსპერტები ორქიდეას გამოყენებას ოთახში დადებითი ენერგიის მოსაზიდად უწევენ რეკომენდაციას.

როზმარინი - კულინარიში აქტიურად გამოყენებული ეს მცენარე გამორჩეული არომატით ხასიათდება, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, დეპრესიასთან გამკლავებაში და ცუდი განწყობისგან დაცვაში დაგვეხმარება.

შროშანი - ერთ-ერთი კვლევის თანახმად, შროშანი ადამიანებს განწყობის გაუმჯობესებაში, ბედნიერების შეგრძნების გამძაფრებაში და ზოგადად,

_OTHER BLOGPOSTS_