1. ამოიღეთ საკვები რაციონიდან გლუტენის შემცველი საკვები პროდუქტები: ხორბალი, ქერი, ჭვავი და მათგან დამზადებული ნებისმიერი პროდუქცია. როგორც ერთ-ერთი უახლესი კვლევა ადასტურებს, გლუტენზე უარის თქმა დადებითად აისახება თქვენს წონაზე.
2. დღის რაციონიდან 2 კვება შეცვალეთ ცილოვანი შეიკით - დიეტოლოგი საკუთარი გამოცდილებით გვირჩევს, რომ ასეთი ჩანაცვლების დროს ცხიმის კლება და დაკლებული წონის შენარჩუნება გაცილებით მარტივია. სპეციალური ცილოვანი ფხვნილი (შეიძინეთ მხოლოდ აფთიაქებში და მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ!) შეგიძლიათ სხვადასხვა ხილთან ან ბოსტნეულთან ერთად დააბლენდეროთ - კენკრა, ავოკადო, სალათის ფოთლები, სელის თესლი, ქოქოსის ან ნუშის რძე - და მიირთვათ.
3. დღის განმავლობაში მხოლოდ 150 გრამამდე ხილი მიიღეთ - ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ფრუქტოზის მოხვედრა (ფრუქტოზა ხილში არსებული ბუნებრივი დამატკბობელია) რიგ შემთხვევებში, წონაში დაკლებასაც აფერხებს და შესაძლოა, მატებაც კი გამოიწვიოს. დიდი რაოდენობით ფრუქტოზამ შესაძლოა ლეპტინისადმი რეზისტენტულობა გამოიწვიოს თქვენს ორგანიზმში - ლეპტინი ჩვენს ტვინს დანაყრების და შესაბამისად, ჭამის შეწყვეტის სიგნალს აძლევს.
4. სახამებლის შემცველი ნახშირწყლების ნაცვლად სხვა მწვანე ბოსტნეული მიირთვით - კარტოფილი, ბრინჯი და მსგავსი სახამებლის შემცველი საკვები ჩაანაცვლეთ ფოთლოვანი ბოსტნეულით, რომლებიც გაცილებით მეტი რაოდენობით უჯრედისს და მკვებავ ნივთიერებებს შეიცავენ.
5. უჯრედისის მიღება ეტაპობრივად გაზარდეთ - დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს და ცხიმების წვაში გვეხმარება ავოკადო, მოცვი, ოსპი, ასე რომ შეიტანეთ ისინი თქვენს საკვებ რაციონში.
6. მადის შესამცირებლად სცადეთ შემდეგი: ჭამამდე 30-60 წუთით ადრე რამდენიმე ჩაის კოვზი დაფქული სელის თესლი შეურიეთ ერთ დიდ ჭიქა წყალს და მიირთვით.
7. დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 7 საათი მაინც გამოიძინეთ - საუკეთესო ვარიანტში 9 საათი. (ეს ჩემთვის ყველაზე ძნელად შესასრულებელი პუნქტია!)
8. აკეთეთ კარდიო სავარჯიშოები, სადაც 30 წამიდან რამდენიმე წუთამდე ვარჯიში მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს, შემდეგ კი 1-5 წუთი შედარებით მშვიდი და მსუბუქი ვარჯიში მოსდევს. ასეთი ვარჯიში ცხიმის წვისთვის იდეალურია.
9. და ბოლოს, მუდმივად ეცადეთ, რომ განიტვირთოთ, სარელაქსაციო ვარჯიშები, მედიტაცია აკეთოთ, რაც დადებით ემოციებთან და ფიქრებთან არის დაკავშირეული. არაფერი უწყობს წონაში მატებას ხელს ისე, როგორც ეს ყველდღიურ სტრესს და დაძაბულ გრაფიკს შეუძლია.
წარმატებებს გისურვებთ!
ანიკა