ბლოგი:
ივლისი 24, 2012
ავტორი Anika
მიყვარს სახის ნიღბები - ხილის, ბოსტნეულის, რძის პროდუქტების თუ სხვადასხვა ზეთების გამოყენებით. ყველაზე მეტად კი ის მხიბლავს, რომ ასეთი ნიღბები ძალიან ეფექტურია, მარტივად მზადდება სახლის პირობებში და მინიმალურ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს.
დღეს მინდა აბუსალათინის - ე.წ. კასტორკა - ზეთის გამოყენებით რამდენიმე სასარგებლო ნიღბის შესახებ მოგიყვეთ. თუ არ იცით, დავაზუსტებ, რომ სახის ნიღაბში აბუსალათის ზეთის დამატებით კანს კიდევ უფრო კარგად გამოკვებაბთ, დაატენიანებთ, დაარბილებთ და გაახალგაზრდავებაშიც დაეხმარებით.
ვისაც ნორმალური, მშრალი, გამომშრალი ან სიმშრალისკენ მიდრეკილი კომბინირებული ტიპის სახის კანი გაქვთ, შეგიძლიათ შემდეგი სახის მარტივი ნიღაბი მოამზადოთ: 1 ჩაის კოვზ აბუსალათინის ზეთს დაუმატოთ ერთი კვერცხის გული, კარგად აურიოთ, სახეზე წაისვათ და 15 წუთით დაიტოვოთ, შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოიბანოთ.
მეორე ნიღაბი კიდევ უფრო ძლიერ მკვებავია და იდეალურია მშრალი და გადაღლილი სახის კანისთვის - ეს ნიღაბი არამარტო კარგად კვებავს კანს, არამედ მას ასუფთავებს კიდეც. ნიღბის დასამზადებლად 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი 1 სუფრის კოვზ უკვე მოხარუშულ შვრიის (გერკულესის) ფაფას უნდა დავუმატოთ. შეიძლება 1 ჩაის კოვზი თაფლის დამატებაც. გამზადებულ ნიღაბს სქლად წავისვამთ სახეზე და ყელზე და 15-20 წუთი გავიჩერებთ, შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოვიბანთ.
სახეზე ფერის გამოსაცოცხლებლად და ლაქების გასაბაცებლად ეფექტური ყოფილა აბუსალათინის და კიტრის, ბროწეულის, წითელი მოცხარის, გრეიფრუტის ნაზავი. ისევ 1 ჩ.კ. აბუსალათინს ვურევთ 1 სუფრის კოვზ ბოსტნეულის თუ ხილის რბილობში და 15 წუთით ვიტოვებთ სახეზე. დამატებით შესაძლოა, 1 სუფრის კოვზი კეფირის ან 1 ჩ.კ. ლიმონის წვენის მიმატებაც ნიღბის შემადგენლობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ეს ნიღაბი არ არის რეკომენდებული ძალიან მშრალი სახის კანისთვის, ვინაიდან სახის კანი შეიძლება ზედმეტად გადაჭიმოს.
“შინაურულ” ნიღბებთნ დაკავშირებით, დღეისთვის სულ ეს იყო. რამე კონკრეტული თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა