We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ადრიანა ლიმას სილამაზის საიდუმლოებები

_from blog_:
_June_ 06, 2014
_by_ Anika
ის ყოფილი მოდელი ადრიანა ლიმა საკუთარ გარეგნობას კარგ გენეტიკასთან ერთად, ჯანსაღ ცხოვრების წესსაც უმადლის. 33 წლის მოდელი, რომელიც სამოდელო ბიზნესში 13 წლის ასაკში მოხვდა, საკუთარ ცხოვრების რითმზე, რეჟიმზე და რიგ ჩვევებზე საუბრობს, რომელთაც დღევანდელ პოსტში გაგიზიარებთ და იმედი გვაქვს, ერთი-ორი მათგანი მაინც გამოგადგებათ.

ჩვეულებრივ დღეებში, "არასამსახურებრივ საათებში'' მოდელი მინიმალისტური nude მაკიაჟით კმაყოფილდება ან საერთოდ უმაკიაჟობას ირჩევს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ყოველდღიურად იყენებს მზისგანდამცავ დამატენიანებელ სახის საცხს, ხოლო გამონაყარისა და ანთებებისგან კანის დასაცავად კი ჩაის ხის ეთერზეთს მოიხმარს.

ვარცხნილობას რაც შეეხება, მოდელი უპირატესობას ბუნებრივად, ბოლოებში ოდნავ დახვეულ ვარცხნილობას ანიჭებს და როგორც თავად ამბობს, თმის სიჯანასაღეს სხვადასხვა ტიპის ვიტამინიზირებული ნიღბებით ახერხებს, ხოლო ვიტამინების ნაკლებობას ორგანიზმში ხილის და მათ შორის, კენკროვანი ხილის მეშვეობით ივსებს.

450x660_0x59f91261_7977412701402568326

მიუხედავად იმისა, რომ ლიმას ბუნებრივად მუქი შეფერილობის კანი აქვს, ის პერიოდულად მაინც სტუმრობს სოლარიუმს ლამაზი რუჯის მისაღებად. მოდელი წონას განცალკევებული კვების რეჟიმით (ცილები და ნახშირწყლები განცალკევებულად) და კაპოეირას ვარჯიშით ახერხებს - კაპოეირა ბრძოლის ბრაზილიური მეთოდია, რომელიც თავის თავში ქორეოგრაფიას, ცეკვას და აერობიკას აერთიანებს.

სილამაზის ძირითადი საიდუმლოებები კი შემდეგში მდგომარეობს: დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი წყლის დალევა; დღე-ღამეში 8 საათიანი ძილის წესის დაცვა; მზეზე ხშირად ყოფნა და ამ გზით, დიდი რაოდენობით D ვიტამინის მიღება; კოსმეტოლოგთან რეგულარულად სტუმრობა და კანზე ზრუნვა და რაც მთავარია - სისტემატური ვარჯიში.

სილამაზეს და ჯანმრთელობას გისურვებთ!

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_