We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

აერობული (კარდიო) ვარჯიშების უპირატესობები

_from blog_:
_June_ 08, 2017
_by_ Anika
აერობული ვარჯიშები ყოველთვის ითვლებოდა ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმად იმის გამო, რომ სხეულის სხვადასხვა ზონების გავარჯიშებასთან ერთად, ამ დროს დიდი ოდენობით კალორიებს ვწვავთ, რაც წონაში კლებაში და ცხიმების წვაში გვეხმარება. დღევანდელ პოსტში, ფიტნესის სპეციალისტების და ექიმების მოსაზრებებს გაგაცნობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა კონკრეტული სარგებელი მოაქვს აერობულ, იგივე კარდიო ვარჯიშებს - მაგ, სირბილი, ველოსიპედი.

1. მეტი ენერგია ზოგადად და მეტი ენერგია კუნთებს. ამას თავისი ახსნა აქვს: აერობული ვარჯიშები კუნთების უჯრედებში მიტოქონდრიის გაზრდილ რაოდენობას ნიშნავს - მიტოქონდრია ერთგვარი ენერგიის წყარო და ცენტრია უჯრედისთვის. ამიტომაც, მეტი ოდენობის მიტოქონდრია შესაბამისად ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციების მხარდასაჭერად მეტ ენერგიას გულისხმობს. საბოლოო ჯამში, გაზრდილი ოდენობის ენერგია კუნთებისთვის ფრიად სასიკეთო რამაა ჩვენი ორგანიზმისთვის. ამას გარდა, ხანგრძლივი აერობული ვარჯიშების დროს კუნთებში ისეთი ტიპის ქსოვილები წარმოიქმნება, რომლებიც შედარებით ადვილად უძლებენ დაღლილობას და მეტი მიტოქონდრია გააჩნიათ. ბევრი მიტოქონდრია კი ბევრს ენერგიას ნიშნავს, როგორც ზემოთ აღვნიშნე.

2. გაზრდილი გამძლეობა. აერობული ვარჯიშების დროს სისხლძარღვებში ზრდა ხდება, რის შედეგადაც მეტი ჟანგბადის მიწოდება ხდება მიტოქონდრიისთვიის, რომელიც ენერგიის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. შედეგად, მეტი გამძლეობით მეტი ფიზიკური დატვირთვის ატანა შეგვეძლება, მეტ კალორიებს დავწვავთ და წონაში კლებაც უფრო სწრაფად წავა.

3. ცხიმების გაძლიერებული წვა. მომატებული მიტოქონდრია, როგორც აღვნიშნეთ, კუნთებს ეხმარება, ცხიმების მარაგი უფრო ეფექტიანად გამოიყენონ ენერგიის წყაროდ - ამას ცხიმ-მჟავების ოქსიდაციას უწოდებენ. ამდენად, გაზრდილი გამძლეობის გარდა, კარდიო-ვარჯიშების შედეგად მეტი ოდენობის მზა ჟანგბადს  და უფრო ძლიერ კუნთებს ვიღებთ, რაც თავის მხრივ, მეტ ცხიმს გვაწვევინებს და წონაშიც უფრო მარტივად გვაკლებინებს.

მომდევნო პოტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_