We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

აგვისტოს თვის ყველაზე საინტერესო კოსმეტიკური სიახლეები

_from blog_:
_July_ 24, 2014
_by_ Anika
ის ლეგენდარული ჩანთების ფლობის ფუფუნება ცოტას თუ აქვს, მაგრამ თუ თქვენ გულგრილი არ ხართ ამ ისტორიული ფრანგული სახლის მიმართ და სიამოვნებით შეიძენდით მათ რომელიმე პროდუქციას, ვიდრე ჩანთისთვის გამიზნულ სოლიდურ თანხას მოაგროვებდეთ, შეგიძლიათ არჩევანი ჰერმეს პარფიუმერულ ხაზზე შეაჩეროთ. თანაც საინტერესო სიახლე აქვთ: სულ ცოტა ხნის წინ სუნამოების და პარფიუმერული წყლების დიდ არჩევანს მათ აბაზანის ხაზიც დაამატეს.


Hermes-ის ახალ ხაზს საფუძვლად Colognes და Parfums-Jardins სუნამოების კოლექციაში შემავალი არომატები დაედო. სააბაზანე ქაფი, აღმდგენი შამპუნი, მატონიზირებელი გელი, ტანის დამარბილებელი რძე, დამატენიანებელი ბალზამი და რბილი, მსუბუქი საპონი - მათი საშუალებით თქვენს სააბაზანე ოთახი ხმელთაშუა ზღვის, ნარცისი, ვარდისფერი გრეიფრუტის და ფორთოხლის მაგიურ არომატებში გაეხვევა. ჩემთვის განსაკუთრებით მომხიბვლელია ახალი პროდუქციის მინიმალისტური, ნახევრადგამჭვირვალე შეფუთვა, რომელიც ნებისმიერი სტილის და დიზაინის სააბაზანე ოთახის თაროებს დაამშვენებს.


4c89ca000781df3513f1270417677a9d


მათთვის, ვისაც თმის ფორმაში მოსაყვანად ბევრი დრო არ აქვს, კომპანია ფილიპსმა არაჩვეულებრივი რამ გამოიგონა: თმისსაშრობი-ჯაგრისი Philips HP8663, რომელსაც 4 განსხვავებული თავი მოყვება, თმის მრავალფეროვნად დავარცხნის საშუალებას იძლევა. ბრტყელი თავის მქონე ჯაგრისი თმის გასწორებაში დაგეხმარებათ, მრგვალი თერმოჯაგრისის წყალობით კი თმისთვის მსუბუქი ტალღოვანი ეფექტის მიცემას შეძლებთ; ვიწრო ჯაგრისი კულულების სწრაფად და მოხერხებულად გასაკეთებლად გამოგადგებათ, ხოლოდ მეოთხე, ვიწრო თავი-კონცენტრატორი კი ჰაერის ნაკადს კონკრეტულ ზონაზე მიმართავს - ასე კონკრეტული ვარცხნილობის დაფიქსირებას შეძლებთ. თმას რომ მინიმალური ზიანი მიადგეს, ამისათვის ფილიპსი ცივი ჰაერის ნაკადის მიწოდების ალტერნატივას იძლევა. ამას გარდა, ახალ ჯაგრისს თერმული დაცვის ფუნქციაც აქვს, იონიზაციის წყალობით კი თმას მბზინვარებას შემატებთ. 


ea3138f9e4839490bb909cb07160a367


Givenchy-ს სახლმა კი საოცრად მომხიბვლელი მაკიაჟის ახალი კოლექცია Extravagancia გამოუშვა, რომელიც შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის არის განკუთვნილი. ულამაზესი შეფუთვის მქონე თვალის ჩრდილების და ტუჩის საცხის ახალი პალიტრა გამჭვირვალე და თან მბზინავ ვარდისფერ ტუჩის საცხს და მბზინავი ტონალობების თვალის ჩრდილებს შეიცავს. გარდა ამისა, სიახლის სახით წარმოდგენილია გელის ტექსტურის ვარდისფერი “რუჟი”, ლიმიტირებული გამოშვების ტუში Noir Couture Violet Étonnant, ტუჩის საცხები სახელწოდებით Le Rouge Givenchy და ფრჩხილის ლაქი 2 მბზინავ ფერში.  


მომდევნო პოსტამდე,


ანიკა




 

_OTHER BLOGPOSTS_