წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

აკნესთან ბრძოლა სახლიდან გაუსვლელად

ბლოგი:
ივლისი 11, 2012
ავტორი Anika
სრულყოფილი სახის კანის მიღწევა ძალიან ამბიციური მიზანი მგონია - პირადად მე რეალისტი ვარ და ამიტომაც, მიზნებსაც რეალურს ვისახავ ხოლმე. არსებობს ქალების კატეგორია, რომელთაც გენეტიკურად  იდეალურთან მიახლოებული სახის კანი აქვთ და მინიმალური დროისა და ენერგიის დახარჯვა სჭირდებათ საიმისოდ, რომ ერთგვაროვანი, ნათელი და ჯანსაღი სახის კანი შეინარჩუნონ. ისიც კი გამიგია, რომ ზოგი მათგანი ასაკობრივ კრემებსაც არ მოიხმარს და სახლის პირობებში ხილის თუ ბოსტნეულის და სხვა ნატურალური პროდუქტების ნიღბების დახმარებით, შეძლებისგადვარად, ინარჩუნებს ახალგაზრდულ იერს. თუმცა, დღევანდელი გარემოს დაბინძურების და სტრესის დონის დამსახურებით, ასეთი ადამიანებიც კი იშვიათობა ხდებიან და კოსმეტიკური ჩარევების აუცილებლობას დღითიდღე მატულობს.

როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება დაგაყენოთ ისეთ ცუდ განწყობაზე, როგორც მოულოდნელი ან სისტემატური აკნეს შემოტევას შეუძლია?! გამონაყარი, რომელიც განწყობის გარდა სახის სიჯანსაღესაც არღვევს და რომლის შემდეგაც უსიამოვნო შეფერილობის ლაქები რჩება.

თანამედროვე კოსმეტოლოგიაში არაერთი ახალი მეთოდი არსებობს ამ პრობლემასთან გასამკლავებლად: სალონებში ჩატარებული ძვირადღირებული პროცედურები, ნიღბები, შრატები, საცხები - მოკლედ, არჩევანი მართლაც რომ დიდია. არჩევანთან ერთად დანახარჯიც, უმეტეს შემთხვევაში, სოლიდურია ხოლმე, შედეგი კი ხანდახან არც თუ ისე იმედისმომცემი.

ამიტომაც გადავწყვიტე დღეს ერთ ძალიან მარტივ და იაფ პროცედურაზე მოგიყვეთ, რომლის შესახებაც სხვადასხვა თაობებისგან მსმენია და საკუთარი გამოცდილებითაც შემიძლია გითხრათ, რომ ეფექტური და ზოგადად უვნებელია. გამონაკლისი ალერგიული და მგრძნობიარე კანია, რომლის შემთხვევაშიც, სჯობს თავი შეიკავოთ ამ ხსნარის გამოყენებისგან.

რა უნდა შევიძინოთ აფთიაქში?! - ლევომიცეტინის, ბისეპტოლის და ერითრომიცინის ტაბლეტები და ქაფურის სპირტი.

მომზადების წესი - თითოეულ პრეპარატს ვიღებთ 4 ტაბლეტის ოდენობით, კარგად დავფშხვნით და ავურევთ. შემდეგ, ამ ყველაფერს ჩავყრით 100 მილიგრამ ქაფურის სპირტში და კარგად შევანჯღრევთ და ხსნარიც მზად არის. ეს სითხე შეგიძლიათ დღეში ერთხელ, მაგალითად, საღამოს წაისვათ, ცოტა ხნით დაიტოვოთ და შემდეგ ჩამოიბანოთ. სასარგებლო ეფექტთან ერთად, ერთი ცუდი მხარე ის აქვს, რომ კანი შეიძლება გამოგიშროთ, ამიტომაც, არ დაზოგოთ და დაგავიწყდეთ დამატენიანებელი საცხის გამოყენება.

სცადეთ და მომწერეთ, როგორი შედეგები გექნებათ!

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები