ბლოგი:
აპრილი 11, 2013
ავტორი Anika
კრემების არსებობის შესახებ უკვე გარკვეული წარმოდგენა ყველას გვაქვს - ზოგი ჩვენგანი, ალბათ, ამ ახალი თაობის ტონალური საცხების აქტიური მომხმარებელიც კი გახდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. თუმცა, ვიდრე BB საცხების ავკარგიანობაში და მათ სარგებელში ბოლომდე გამოვერკვეოდით, სილამაზის ბაზარზე უკვე CC სახელწოდების საცხები გამოჩდნენ. ხუმრობა არ გეგონოთ - Color Correcting Cream - სწორედ ასე ეწოდებათ ამ უახლესი თაობის სახის ტონალურ საცხებს, რომელთა შესახებაც დღევანდელ პოსტში მსურს გესაუბროთ. უფრო სწორად, დღეს იმ მნიშვნელოვან განმასხვავებელ თვისებებზე მოგიყვებით, რომელიც BB და CC ტონალურ საცხებს გააჩნიათ.
1. BB-საცხი ისეთი სახის კანისთვის არის განკუთვნილი, რომელსაც განსაკუთრებით სჭირდება “შენიღბვა”: მაგალითად, აკნეს ან პოსტ-აკნეს მდგომარეობა. მისთვის დამახასიათებელი მჭიდრო დაფარვის და პიგმენტაციის წყალობით, ის კარგად ფარავს არასრულყოფილ მონაკვეთებს და სახის ტონს ერთგვაროვანს და ბუნებრივს ხდის. CC-საცხი კი უფრო მათ გამოადგებათ, ვისაც საკუთარი კანის მდგომარეობა მეტწილად აკმაყოფილებს და მისთვის მხოლოდ ბუნებრივი გამომეტყველების მინიჭებაც საკმარისია: საცხში შემავალი ნახევრადგამჭვირვალე იასამნისფერი შეფერილობის პიგმენტები სახეზე არსებული სიყვითლის ნეიტრალიზებასაც ახერხებენ და მსუბუქ სიწითლესაც ნიღბავენ, რომელიც გადაღლილ კანზე ჩნდება ხოლმე.
2. ვინაიდან BB-საცხს სქელი ტექსტურა აქვს, მისი წასმის შემთხვევაში დამატებით ფენად სხვა ტონალურის ან პუდრას გადასმა გამორიცხულია. CC-საცხი კი შეგვიძლია ბაზად გამოვიყენოთ: ის თხელ ფენად ნაწილდება კანზე, ამიტომაც მისი წასმის შემდეგ, მაგალითისთვის, შეგვიძლია ნახევრადგამჭვირვალე პუდრას გამოყენება, რომელიც ერთგვარ ფაიფურის ეფექტს მოგვცემს.
3. BB-საცხის წასმა ჩვეულებრივი დღის დამატენიანებელი/მკვებავი საცხის შემდეგ არის რეკომენდირებული, მაშინ როდესაც CC-საცხი დამოუკიდებლადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. მის შემადგენლობაში შემავალი დამატენიანებელი კომპლექსის წყალობით, ის საკმარისად ატენიანებს სახის კანს და მას დამატებითი დატენიანება აღარ სჭირდება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა